ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit

DOWNLOAD THE BOOK

Download (DOC)
Download (PDF)
Comments

CHAPTERS OF THE BOOK

< <
2 / total: 18

ნაწილი პირველი
დარვინიზმის უარყოფა
რატომ ევოლუციის თეორია?

ადამიანების უმრავლესობას, როცა ესმის ისეთი ცნებები, როგორებიცაა “ევოლუციის თეორია” ან “დარვინიზმი” ჰგონია, რომ ეს ტერმინები მხოლოდ ბიოლოგიის სფეროს განეკუთვნება და მათ ცხოვრებასთან კავშირი არა აქვს. ეს დიდი შეცდომაა, რადგან

სინამდვილეში ევოლუციის თეორია იმდენად ბიოლოგიური ცნება არ არის, რამდენადაც მოძღვრება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა და მთელს მსოფლიოში გაავრცელა უღმერთო, სისხლიანი იდეოლოგიური სისტემა, რაც მეოცე საუკუნეში გაბატონდა და მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ იდეოლოგიას მატერიალიზმი ჰქვია.

ამ სისტემის მიხედვით, დედამიწაზე ყოველივეს საწყისი მატერიაა და სიცოცხლის წარმოშობა უსულო, უგონო, ბრმა მატერიის შემთხვევითი ურთიერთობის შედეგია. აქედან გამომდინარე, უარყოფილია არსებობა თვით ღმერთისა, უფლისა, რომელმაც შექმნა სამყარო ასეთი სრულყოფილი სახით.

karl marx, das kapital, კარლ მარქსი das kapital, marx, კარლ მარქსი

მარქსის ფოტოსთან:

დიალექტიკური მატერიალიზმის ფუძემდებელი კარლ მარქსი ღიად აცხადებდა, რომ დარვინის ევოლუციის თეორიამ მატერიალისტური მსოფლმხედველობის მეცნიერული საფუძველი განაპირობა. ევოლუციის თეორიის ფანატიკურმა მომხრემ, კარლ მარქსმა დარვინს თავისი ძირითადი ნაშრომი “კაპიტალი” მიუძღვნა და პირველი გერმანული გამოცემის გარეკანზე წააწერა – “ჩარლზ დარვინს მგზნებარე თაყვანისმცემლისგან”.

ეს აზრი გეგმაზომიერად ინერგება ადამიანთა ტვინში და აქცევს მას ეგოისტური მიდრეკილებების არსებად, აიძულებს იფიქროს მხოლოდ პირად გამორჩენაზე და თავის მატერიალურ კეთილდღეობაზე, იცხოვროს ამპარტავნობასა და სიბნელეში დანთქმულმა და უგულებელყოს ჭეშმარიტი ღირებულებანი, რაც მაღალმა ღმერთმა მოამადლა კაცობრიობას. მატერიალიზმის იდეებმა ღრმა და შხამიანი ფესვები გაიდგა ადამიანის აზროვნებაში, მოუწამლა რა მას ღვთისგან ბოძებული სულის უსუფთავესი ნაწილი. მეოცე საუკუნეში მატერიალისტური მოძღვრების ფართო გავრცელებით დაიწყო ადამიანის ამქვეყნად მოსვლის ღვთაებრივი აზრის რღვევა. მატერიალიზმი მხოლოდ ცალკეული ადამიანისთვის როდია დამღუპველი. შეურყია რა ადამიანებს რწმენა სულიერების  მიმართ, მატერიალიზმმა წარმოშვა გათითოკაცებული ინდივიდუუმების უგულო და უგრძნობი საზოგადოება, რომელიც მხოლოდ თავისი ეგოისტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს, რომელიც იკადრებს ყველაფერს თავისი პირადი მიზნებისთვის. მისთვის აღარ არსებობს წმიდათაწმიდა ცნებები, ან ზნეობრივი ფასეულობანი, თანაცხოვრების წესები, მოქალაქეობრივი, ან თუნდაც, სახელმწიფოებრივი შეგნება. საზოგადოება, სადაც არ იციან, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, სამართლიანობა, ერთგულება, ძმობა, წესიერება, თავგანწირვა, ღირსება და ზნეობა, დასაღუპად არის განწირული. ასე რომ, მატერიალიზმი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ნებისმიერი ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური წყობისთვის, მთელი კაცობრიობისთვის.

 მატერიალიზმის იდეოლოგიის წიაღში ჩადებული კიდევ ერთი ფარული საფრთხეა ის, რომ ეს არის ნოყიერი ნიადაგი ანარქიისა და “დაყავი და იბატონე”-ს პრინციპის აღმოცენებისთვის. ასეთი იდეოლოგიის ნათელი მაგალითი იყო კომუნიზმი – მატერიალისტური ფილოსოფიის განვითარების ბუნებრივი შედეგი. კომუნიზმი, რომელიც ძირს უთხრის ყოველი ადამიანისთვის ისეთ წმიდათაწმიდა ცნებებს, როგორებიცაა რწმენა, სამშობლო, განასახიერებს ფუნდამენტალისტურ იდეოლოგიას, რომელიც უნიტარული, ძლიერი და მაღალზნეობრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.

ევოლუციის თეორიას ისტორიის სწორედ ამ ეტაპზე ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა, რადგანაც მატერიალიზმის ეგრეთ წოდებულ მეცნიერულ საძირკველს წარმოადგენს, რომელზეც დაფუძნებულია მთელი კომუნისტური იდეოლოგია. კომუნიზმის ლიდერები, აიღეს რა იდეოლოგიურ საფუძვლად ევოლუციის თეორიის პრინციპები, შეეცადნენ თავიანთი სწავლება ერთადერთ სწორ  მოძღვრებად გამოეცხადებინათ. ასე მაგალითად, კომუნისტური იდეოლოგიის მამამთავარი კარლ მარქსი ჩარლზ დარვინის წიგნზე “ბუნებრივი შერჩევის შედეგად სახეობათა წარმოქმნის შესახებ” წერდა: “ეს სწორედ ის წიგნია, რომელიც ისტორიის ჩვენეულ ხედვას ასახავს” 1

თანამედროვე ფუნდამენტურმა მეცნიერებამ მატერიალისტების, მათ შორის მარქსის იდეებიც გააცამტვერა, რადგან ევოლუციის თეორია, რომელიც მატერიალიზმმა საძირკვლად გამოიყენა, აღმოჩნდა სხვა არაფერი, თუ არადა მეცხრამეტე საუკუნის ცრუ, გახევებული დოგმა, რომელსაც დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასთან არანაირი კავშირი არა აქვს. თანამედროვე მეცნიერებამ გააბათილა და დღესაც აბათილებს მატერიალისტების პოზიციას უსულო მატერიის წამყვანი როლის შესახებ. კვლევები მეცნიერების ყველა მიმართულებით ცხადად გვიჩვენებს, რომ ყოველივე ცოცხალი უმაღლესი შემოქმედების შედეგია.

ამ წიგნის მიზანია, შევთავაზოთ მკითხველს უეჭველი მეცნიერული ფაქტები, რომლებიც ევოლუციის თეორიის პოსტულატებს უკვალოდ ანადგურებენ, აგრეთვე ვამხილოთ ჭეშმარიტი სარჩული კაცობრიობის ისტორიაში ამ უდიდესი თაღლითობისა. აღსანიშნავია, რომ ამ წიგნში თავმოყრილი ყველა მასალა თანამედროვე მეცნიერების მიერ აღიარებული უეჭველი ფაქტებია. ასე რომ, ევოლუციის თეორიის ყველაზე თავგამოდებულ დამცველებსაც კი არ შეუძლიათ მოყვანილი მტკიცებულებების უარყოფა, რადგან ევოლუციონისტების ყოველი დაუსაბუთებელი რეპლიკა მათი მოძღვრების სრულ კრახს კიდევ უფრო მოაახლოვებს და აიძულებს აღიარონ სიცოცხლის ღვთიური წარმომავლობა.

 

literatura

1. David Joransky, Soviet Marxizm, Natural Sciense, gv.12

 

2 / total 18
You can read Harun Yahya's book ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit online, share it on social networks such as Facebook and Twitter, download it to your computer, use it in your homework and theses, and publish, copy or reproduce it on your own web sites or blogs without paying any copyright fee, so long as you acknowledge this site as the reference.
About this site | Make your homepage | Add to favorites | RSS Feed
All materials can be copied, printed and distributed by referring to this site.
(c) All publication rights of the personal photos of Mr. Adnan Oktar that are present in our website and in all other Harun Yahya works belong to Global Publication Ltd. Co. They cannot be used or published without prior consent even if used partially.
© 1994 Harun Yahya. www.harunyahya.com - info@harunyahya.com
page_top