ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit

DOWNLOAD THE BOOK

Download (DOC)
Download (PDF)
Comments

CHAPTERS OF THE BOOK

< <
3 / total: 18

წინასწარ შექმნილი
აზრისგან გათავისუფლება

ადამიანთა უმრავლესობას გულწრფელად სჯერა, რომ ყოველი სიტყვა სწავლული ადამიანისა, რომელსაც ესა თუ ის სამეცნიერო ხარისხი აქვს, უეჭველი ჭეშმარიტებაა. ჩვეულებრივ, ბევრი ჩვენგანი არც დაფიქრდება ხოლმე, რომ ამ სწავლულს, სხვა ადამიანების მსგავსად, თავისი წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი და იდეოლოგიური სიმპათიები აქვს. თუ ამ საკითხს ღრმად ჩავწვდებით, მივხვდებით, რომ ევოლუციური თეორიის მიმდევრები, ფსევდო-მეცნიერულ დებულებებზე დაყრდნობით, ადამიანებს ძირითადად საკუთარ, წინასწარ აკვიატებულ აზრს ახვევენ. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად მოეხსენებათ – შემთხვევითობას უწესრიგობისა და ქაოსის მეტი არაფრის შექმნა არ შეუძლია, მაინც განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ სრულყოფილი ჰარმონია, ჩანაფიქრი და დიზაინი, რაც მთელს სამყაროში არსებობს, შემთხვევითობის შედეგია.

თვითეული ასეთი ბიოლოგი, როცა მიკროსკოპში ყოველი ჩახედვისას სიცოცხლის სამშენებლო მასალის - ცილების აგებულების განუმეორებელ სურათს ადევნებს თვალს, იძულებულია აღიაროს, რომ ჩანაფიქრის ასეთი სრულყოფილი განხორციელება თავისით ვერ მოხდებოდა. თუმცა, მიუხედავად თვალსაჩინო ფაქტებისა, ეს მეცნიერები კვლავაც დაჟინებით ამტკიცებენ, რომ პირველი ცოცხალი უჯრედი მილიარდობით წლის წინ წარმოიშვა პრიმიტიულ გარემო პირობებში, რაღაც გარემოებების დამთხვევის შედეგად. მეტიც, არ კმაყოფილდებიან ესოდენ აბსურდული მტკიცებულებებით და აცხადებენ, რომ ცილის არა ერთი, არამედ მილიონობით მოლეკულა თავისით წარმოიშვა, მერე როგორღაც ერთად მოიყარა თავი და ასე შეიქმნა პირველი ცოცხალი უჯრედი. ადამიანი, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, სწავლული- “ევოლუციონისტია”.

მაშ, როგორღა ავხსნათ ის, რომ იგივე მეცნიერს, სამშენებლო მოედანზე სამი ერთმანეთზე დაწყობილი აგური რომ დაინახოს, აზრადაც არ მოუვა, თითქოს ეს აგურები თავისით წარმოიშვნენ და მერე, ასევე თავისით დალაგდნენ ერთმანეთზე. მას კი, ვინც დაჟინებით მოჰყვება იმის მტკიცებას, ეს ნამდვილად ასე მოხდებოდაო, საგიჟეთის გზას გაუყენებენ.

როგორ ხდება, რომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ლოგიკურად ახსნან მათ გარშემო მომხდარი მოვლენები, უცებ ლოგიკური აზროვნების სრული მოშლის სიმპტომებს ამჟღავნებენ, როგორც კი საქმე მათი საკუთარი წარმოშობის გამოკვლევაზე მიდგება ხოლმე?

ზოგიერთი სწავლულის ასეთი ქცევა მეცნიერულ ახსნას ნაკლებად ექვემდებარება, რადგან, ფუნდამენტური მეცნიერების ძირითადი პრინციპების მიხედვით, თუ რომელიმე ფაქტს ორი სავარაუდო მიზეზი აქვს, აუცილებელია ორივეს განხილვა. და თუ ერთი მიზეზის ალბათობა გაცილებით ნაკლებია მეორეზე, მაგალითად, ასეთი შეფარდებით – ერთი ასზე, უეჭველია, ლოგიკის მიხედვით სწორედ მეორე, 99 პროცენტიანი ალბათობა უნდა განიხილებოდეს.

მოდი, დავიხსომოთ ეს ურყევი მეცნიერული პრინციპი და კარგად დავფიქრდეთ. მეცნიერებაში დედამიწაზე სიცოცხლის დაბადების ორი პრინციპი არსებობს. პირველის თანახმად, ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მათი სრულყოფილი კომპლექსური სტრუქტურით, ღვთიური შემოქმედების შედეგია. მეორე ვერსიით, დედამიწა ყოველთვის არსებობდა და ცოცხალი ორგანიზმები მასზე სპონტანურად გაჩნდნენ, შემთხვევითობების ჯაჭვის შედეგად. ეს უკანასკნელი ვერსია ევოლუციის თეორიის მიმდევართა მთავარი საყრდენია.

თუ მივმართავთ სამეცნიერო ფაქტებს, მაგალითად მოლეკულურ ბიოლოგიაში, დავრწმუნდებით, რომ ცოცხალი უჯრედის, ან თუნდაც ამ უჯრედის შემადგენელი ცილის მილიონობით მიკროსკოპული მოლეკულიდან ერთის შემთხვევითი წარმოშობაც კი სრულიად წარმოუდგენელია. მაგრამ ევოლუციის თეორიის მიმდევარნი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. წიგნის შემდგომ თავებში თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ალბათობის ხარისხების გაანგარიშებას. ეს მეტყველი ციფრები მთელი სიცხადით ადასტურებენ სიცოცხლის შემთხვევით წარმოშობის შეუძლებლობის ფაქტს. ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციური გზით წარმოშობის ალბათობა ნულს უტოლდება.

და თუ ასეა, პირველი მტკიცებულების ჭეშმარიტების ალბათობა 100%-ის ტოლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი შექმნილია წინასწარგანზრახვით, ანუ, სხვა სიტყვებით, ღვთის – უმაღლესი ნებისა და სიბრძნის მფლობელის მიერ. ეს ჭეშმარიტება მხოლოდ რწმენა კი არა, მეცნიერებისა და გონიერების მიერ დადგენილი ფაქტია. ასეთ უეჭველ სინამდვილესთან შეჯახებისას, მეცნიერი-ევოლუციონისტი ვალდებულია უარი თქვას უსაფუძვლო მტკიცებულებებზე, აღიაროს შეცდომა და მიიღოს დამტკიცებული უდავო ჭეშმარიტება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საქციელი უნდა შეფასდეს არა როგორც მეცნიერებისადმი ერთგულება, არამედ მზადყოფნა ჭეშმარიტებაზე უარის თქმისა საკუთარი არასწორი, წინასწარაკვიატებული აზრისა და შეხედულებების გადარჩენის მიზნით.

მაგრამ, მიუხედავად ზემოთქმულისა, ასეთი მეცნიერი ჭეშმარიტებასთან შეჯახებისას, სულ უფრო და უფრო მეტად ებღაუჭება თავის თეორიას. ასეთი საქციელი შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ერთი სიტყვით – “რწმენა”, ოღონდ რწმენა არა ჭეშმარიტი, არამედ ცრურწმენა. ძნელია, სხვაგვარად აიხსნას ადამიანის ასეთი ქცევის მიზეზი. ადამიანისა, ვინც უგულებელყოფს რა ცხად ფაქტებს, სიცოცხლეს სწირავს გამოგონილ, ფანტასტიკურ და სრულიად უგუნურ თეორიას, რომელიც მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობს.

ბრმა მატერიალიზმი

რწმენა, რომელიც ახლახან ვახსენეთ, არის იდეოლოგია მატერიალიზმისა, რომელიც მატერიის არსებობის პირველადობას და მუდმივობას ქადაგებს. დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის თეორია, რომელიც მატერიალისტური ფილოსოფიის “მეცნიერულ ქვაკუთხედად” არის აღიარებული, ჯიუტად განაგრძობს ბრძოლას თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, რადგან, თავისი დამარცხების აღიარებით, ევოლუციის თეორია მთელს მატერიალიზმს გამოაცლის დასაყრდენს.

უკვე მეოცე საუკუნის დასასრულისთვის ფუნდამენტურმა მეცნიერებამ აღიარა ევოლუციის თეორიის უსაფუძვლობა ყველა სფეროში, მაგრამ ამ თეორიის მიმდევრები განაგრძობენ მეცნიერული ფაქტების დამახინჯებასა და ფალსიფიცირებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ამ ფაქტების ცალმხრივად გაშუქებას იმ მიზნით, რომ როგორმე უზრუნველყონ მატერიალისტური იდეოლოგიის სიცოცხლისუნარიანობა.

მაიკლ ბეხე, michale behe

(ბეხეს ფოტოსთან)

“ევოლუციონისტებს არ შეუძლიათ მოიყვანონ არც ერთი გონივრული, ლოგიკური არგუმენტი, რომელსაც შეუძლია უარყოს ამქვეყნად ყოველივე ცოცხალისა თუ არაცოცხალის შემოქმედის მიერ შექმნის ფაქტი.” მაიკლ ბეხე (აშშ)

ერთ-ერთი ბიოლოგ-ევოლუციონისტის სიტყვები თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია მცდარი შეხედულებების ბრმა რწმენას, დაღი დაასვას ადამიანის ლოგიკურ აზროვნებას. ეს ეხება მეცნიერს, რომელმაც ყველა ორგანიზმის სიცოცხლისთვის აუცილებელი რთული ცილის – ციტოქრომა-ცეს შემთხვევით წარმოშობის ალბათობაზე მსჯელობისას, თქვა შემდეგი:

“ციტოქრომა-ცეს შემთხვევითი წარმოშობის ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ესე იგი, თუ სიცოცხლის შესაქმნელად საჭიროა რაღაც სისტემატურობა, შეგვიძლია ითქვას, რომ მთელს სამყაროში ასეთი შემთხვევითობა მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოხდეს. ანდა, ამ პროცესში მონაწილეობდნენ ზებუნებრივი ძალები, რომელთა განსაზღვრა ჩვენ არ შეგვიძლია. მაგრამ ამის აღიარება ჩვენს მეცნიერულ მიზნებს ეწინააღმდეგება. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაიხედოს პირველი შეხედულება”. 2

როგორც ხედავთ, სწავლულს ურჩევნია, მხარი დაუჭიროს “მეცნიერულ” ვერსიას, თუნდაც მისი ალბათობა ნულს უდრიდეს, ვიდრე აღიაროს შექმნის ფაქტი. მაგრამ, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მეცნიერების ძირითადი პრინციპის მიხედვით, თუ რომელიმე საკითხის გარშემო ორი სავარაუდო ვერსია არსებობს და პირველის ალბათობა ნულის ტოლია, სწორ ვერსიად მეორე ითვლება. მაგრამ დოგმატური მატერიალიზმი ხომ აპრიორი კრძალავს თავისი შეხედულებების სიმართლეში ოდნავ დაეჭვებასაც კი და გამორიცხავს ყოველგვარ შესაძლებლობას შემოქმედის არსებობისა, რომელმაც შექმნა ყოველივე ცოცხალი დედამიწაზე. სამწუხაროდ, სწორედ ამ აკრძალვამ უბიძგა მრავალ მეცნიერს, ვინც ბრმად ირწმუნა მატერიალიზმის უსაფუძვლო დოგმატები, ეღიარებინა ის, რაც სრულიად არ შეესაბამება საღ მეცნიერულ აზრს და ეწინააღმდეგება ლოგიკას.

ადამიანები, ვინც ასეთი მეცნიერების მიერ გამოთქმულ აზრებს ჭეშმარიტებად მიიჩნევენ, მათი წიგნების კითხვისას მატერიალიზმის “შავი მაგიის” გავლენის ქვეშ ექცევიან და ამ გულგრილი, ურწმუნო ფსიქოლოგიის მსხვერპლნი ხდებიან.

მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერების უმრავლესობა ათეისტებისგან შედგება, სწორედ ჩვენს მიერ განხილულ ბრმა მატერიალიზმში იმალება. ის მეცნიერები კი, რომლებმაც შეძლეს განთავისუფლებულიყვნენ ამ ცრურწმენისგან და საღი გონებით განესაჯათ ეს პრობლემა, უყოყმანოდ აღიარებენ უმაღლესი ძალის – შემოქმედის არსებობას. ამ მეცნიერთაგან ერთ- ერთი, უკანასკნელ ხანებში მეცნიერულ სამყაროში ფრიად პოპულარული “შეგნებული დიზაინის” თეორიის აქტიური მხარდამჭერი, უდიდესი ამერიკელი ბიოქიმიკოსი, პროფესორი მაიკლ ბეხე შემდეგნაირად ახასიათებს იმ მეცნიერებს, რომლებსაც არა< და არ სურთ შექმნის ფაქტის აღიარება:

“უკანასკნელი 40 წლის მანძილზე თანამედროვე ბიოქიმიამ ცოცხალი უჯრედის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოებების უდიდესი ნაწილი გახსნა. ათიათასობით ადამიანმა მიუძღვნა თავისი ცხოვრება ამ საიდუმლოებათა გახსნას. ყველა ძალისხმევა, უჯრედის შესასწავლად მიმართული, ნათლად და ხმამაღლა ადასტურებს ერთადერთ შედეგს – “ჩანაფიქრი!” ეს შედეგი იმდენად ცხადია, რომ მეცნიერების ისტორიას ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად უნდა ეღიარებინა. მაგრამ არა!.. პირიქით! ცოცხალი უჯრედის განუმეორებელი კომპლექსური აგებულების აღმოჩენის პასუხად მორცხვი სიჩუმე იქცა. რატომ? რატომ ხდება, რომ მეცნიერული სამყარო ჯიუტად არ აღიარებს დამტკიცებულ ჭეშმარიტებას? იმიტომ, რომ მათ კარგად ესმით: ქმნილების შეგნებული ჩანაფიქრის აღიარებით ისინი იძულებული გახდებიან ღმერთის არსებობაც აღიარონ” 3

სწორედ ასეთია სწავლულ-“ევოლუციონისტთა”, ათეისტთა პოზიცია, რომლის აქტიური პროპაგანდაც მიმდინარეობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ტელევიზიით, ჟურნალ-გაზეთებითა და წიგნებით. ყველა გამოკვლევა, რომლებსაც ისინი ატარებენ, მათ ღმერთის არსებობას უმტკიცებს. მაგრამ მატერიალისტური განათლება იმდენად აბრმავებს მათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ისინი განაგრძობენ ცხადზე ცხადი ფაქტების უარყოფას. ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი გარემოებების ჯიუტი უგულებელყოფა დროთა განმავლობაში მათ გულებს გულგრილობითა და გარესამყაროსადმი უგრძნობლობით ავსებს. მეტიც, ეს გულგრილობა იქცევა მასაზრდოებელ წყაროდ მათი სულელური თავდაჯერებულობისა საკუთარ შეუმცდარობაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ აშკარად ბრიყვული აზრების დაცვას ისინი უკვე დიდ სიქველედ მიიჩნევენ. ამის მაგალითია მეცნიერულ წრეებში კარგად ცნობილი ბიოლოგი-ევოლუციონისტი რიჩარდ დოუკინსი, რომელმაც ქრისტიანებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

“თუ თქვენ დაინახეთ, რომ ღვთისმშობლის ქანდაკებამ ხელი დაგიქნიათ, არ არის საჭირო იფიქროთ, რომ სასწაულის მოწმე გახდით... ამის ალბათობა მეტისმეტად მცირეა. შესაძლოა, ყველა ატომი ქანდაკების ხელში უცებ, შემთხვევით, რაღაც მომენტში ერთი მიმართულებით ამოძრავდა”. 4

უღმერთოთა და ურწმუნოთა შორის ასეთი ფსიქოლოგიური ტიპი ფართოდაა გავრცელებული და ასე იყო კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. ყურანმა საოცრად ზუსტად აღწერა ასეთი ადამიანები:

“ანგელოზებიც რომ მოგვევლინა მათთან, და მკვდრებიც რომ დალაპარაკებოდნენ, და რომც შეგვეკრიბა ყველაფერი მათ წინაშე, მაინც არ ირწმუნებდნენ, თუ ალაჰი არ ინებებდა, მაგრამ უმეტესმა მათგან არ იცის ეს.” (სურა “საქონელი”, აიათი 111)

როგორც ყურანის ამ აიათებიდან ვხედავთ, ევოლუციონისტებისთვის დამახასიათებელი დოგმატური აზროვნების წესი სულაც არ არის ორიგინალური და ახალი. მათი აზროვნების წესი არახალია, ძველია. ევოლუციონისტები მხოლოდ იმას ცდილობენ, განაგრძონ კერპთაყვანისმცემელთა პრიმიტიული საზოგადოების უმეცრების ტრადიციები, უარყოფენ რა თანამედროვე მეცნიერების ჭეშმარიტ შეხედულებებსად და აღმოჩენებს. ყურანის ერთ-ერთ აიათში ამ ტიპის ადამიანთა ხასიათი ასეა გადმოცემული:

“და რომ გაგვეხსნა მათთვის ზეცის კარიბჭე და იქ ასვლა დაეწყოთ, იტყოდნენ უთუოდ – “გაბრუებულია ჩვენი მზერა, არა, ჩვენა ვართ ხალხი მონისხული.” (სურა “ალ ხიჯრი”, აიათი 14-15)

ევოლუციის მასობრივი პროპაგანდა

როგორც წმინდა ყურანის აიათები გვასწავლის, კაცობრიობის სიბრმავის, თვალის გახელისა და ჭეშმარიტების დანახვის სურვილის უქონლობის მთავარი მიზეზი ერთგვარი “ჯადოსნობაა”, რომელიც ადამიანს საშუალებას არ აძლევს, გახსნას თავისი გონება. აქვეა დამალული მიზეზი იმისა, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ევოლუციის თეორიას უჯერებს და აღიარებს. “ჯადოსნობაო”, რომ ვამბობთ, მასობრივი შთაგონების შედეგს ვგულისხმობთ. ადამიანები იმდენად გეგმაზომიერად ექცევიან ევოლუციონისტების პროპაგანდისა და შთაგონების ქვეშ, რომ ადვილად იჯერებენ სიცოცხლის შემთხვევით წარმოქმნის აზრს და ხშირად აქ ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ხედავენ.

შთაგონება უარყოფითად მოქმედებს გონებაზე, რადგან შედეგად გონება კარგავს დამოუკიდებელი აზროვნების უნარს. შთაგონების ქვეშ მოქცეული გონება სინამდვილეს აღიქვამს არა ისეთს, როგორიც ის არის, არამედ, როგორც შთააგონებენ. მაგალითად, თუ ჰიპნოზის ქვეშ მყოფ ადამიანს შთავაგონებთ, რომ საწოლი, რომელზეც ის წევს, ავტომობილია, ჰიპნოზის სეანსის მერე ის მართლაც დაინახავს მას, როგორც მანქანას. და ამას ყოვლად გონივრულ და ლოგიკურ ფაქტად ჩათვლის, რადგან ის მართლაც ასე ხედავს და ეჭვიც არ ეპარება თავის სიმართლეში. შთაგონების ძალასა და ტექნიკას განიხილავს ქვეცნობიერის ფსიქოლოგიის შესახებ დაწერილი ბევრი სამეცნიერო ნაშრომი, სადაც მსგავსი მაგალითები გამოკვლევებისა და ცდების შედეგებით არის დადასტურებული.

ევოლუციის თეორია და მასზე დაფუძნებული მატერიალისტური მსოფლმხედველობა შთაგონების სწორედ ამ ხერხებით სარგებლობს საზოგადოების მიმართ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აკადემიურ წყაროებში ადამიანებს შთააგონებენ სიცოცხლის ევოლუციური განვითარების იდეებს. ეს ყველაფერი “სამეცნიერო დებულებებზე” დაყრდნობით ხდება და თვითონაც კი ვერ ამჩნევენ, რომ ამ თეორიის ჭეშმარიტების რანგში აყვანით გონიერების ელემენტარულ პრინციპებს ეწინააღმდეგებიან.

ასეთივე შთაგონება მოქმედებს სწავლულებზეც. ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი, კარიერის გზაზე წინსვლასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იხრება მატერიალისტური თვალსაზრისისკენ. ბევრი მეცნიერი-ევოლუციონისტი შთაგონების გავლენით განაგრძობს მცდელობას, მოუძებნოს მეცნიერული ახსნა ევოლუციურ ვარაუდებს, რომლებიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მეცნიერებამ საბოლოოდ გააბათილა...

თუმცა, მთავარი საშიშროება ისაა, რომ არსებობს მექანიზმი, რომელიც აიძულებს მეცნიერებს მატერიალისტებად და ევოლუციონისტებად ქცევას. დასავლეთის ქვეყნებში იმისთვის, რომ ახალგაზრდა მეცნიერმა კარიერის გზა გაიკაფოს – გახდეს დოცენტი, პროფესორი, გამოაქვეყნოს სტატიები სამეცნიერო ჟურნალებში, ის უნდა შეესაბამებოდეს მეცნიერებაში დამკვიდრებულ სტანდარტებს, რომელთა მიხედვითაც ახალგაზრდა მკვლევარის პირველი წესია ულაპარაკოდ აღიაროს ევოლუციის თეორიის ჭეშმარიტ მოძღვრებად. ასეთი სისტემა აიძულებს მეცნიერებს შეწირონ თავიანთი მომავალი მატერიალისტური რწმენის დოგმატებს.

სწორედ ეს არის სიმართლე, რომელიც შელამაზებულია ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: “სამეცნიერო სამყარო ევოლუციის თეორიის მიმდევარია”. მაგრამ, ევოლუციის თეორიას ხაზი ესმება არა იმიტომ, რომ მას რაიმე მეცნიერული ღირებულება აქვს, არამედ იმიტომ, რომ ეს თავისებური იდეოლოგიური აუცილებლობაა. და მხოლოდ თითო-ოროლა მეცნიერი, რომელიც ჩაწვდა ჭეშმარიტებას, ბედავს ხმამაღლა თქვას – “მეფე შიშველია!”

ამ წიგნის მომდევნო თავებში გაგაცნობთ თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს, რომლებიც ფარდას ხდის ევოლუციის თეორიის მიმდევართა აშკარა სიცრუესა და ფალსიფიკაციას. ვილაპარაკებთ უეჭველ ფაქტებზე, რომლებიც ცხადად ამტკიცებს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნის გონივრულ საწყისს. მკითხველი გახდება მოწმე იმისა, რომ ევოლუციის თეორია არის წმიდა წყლის ტყუილი, რომლის მიზანია ნებისმიერი საშუალებებით დამალოს ჭეშმარიტება ადამიანის წარმოშობის შესახებ. ვინ იცის, იქნებ მკითხველმა თავი დააღწიოს მატერიალიზმის “ჯადოს”, რომელიც ბანგივით მოქმედებს წმინდა გონებაზე და ლოგიკური აზროვნების უნარზე, რაც ჩვენ მაღლიდან გვაქვს მონიჭებული და საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენილი, გულწრფელად ჩაფიქრდეს ამ წიგნში წაკითხულზე.

მოაზროვნე ადამიანი გაერიდება ამ ჯადოსნობას, თუ წინასწარ აკვიატებულ აზრს უკუაგდებს. სრულიად ღიად და ყოველგვარი შთაგონების გარეშე ჩაწვდება სრულიად ნათელ ჭეშმარიტებას. თანამედროვე მეცნიერების მიღწევები ცხადყოფს, რომ ცოცხალი ორგანიზმების წარმოქმნა შემთხვევითობების ჯაჭვის შედეგი კი არა, უმაღლესი გონის შემოქმედების წყალობაა. ადამიანისთვის საკმარისია დაფიქრდეს, ან როგორ გამოვიდა იგი არარსებობიდან ერთი წვეთი სითხის საშუალებით, ან დაინახოს სრულყოფილება ყოველივე ცოცხალისა დედამიწაზე. მაშინ ჭეშმარიტება სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მთელი სიცხადით წარსდგება მის წინაშე.

თუ ჩვენს მკითხველს სურს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხს უფრო ღრმად ჩაწვდეს, ვთავაზობთ ჰარუნ აჰიას წიგნებს – “ადამიანის შექმნის სასწაული” და “უჯრედის სასწაული”. ეს გამოკვლევები, რომლებიც ააშკარავებს ევოლუციის თეორიის სიყალბეს, პასუხს სცემს იმათაც, ვინც დიდი ხნის მანძილზე ეწეოდა დარვინიზმის პროპაგანდას.

 

literatura

2. Ali Demirsoy, Kalitim ve Evrim, Ankara: Meteksan Yayinlari, 1984, gv.61

3. Michael J. Behe, Darwin's Black Box. New York: Free Press, 1996, gv. 232-233

4.Richard Dawkins, The Blind Watchmaker, London: W.W. Norton, gv. 159

3 / total 18
You can read Harun Yahya's book ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit online, share it on social networks such as Facebook and Twitter, download it to your computer, use it in your homework and theses, and publish, copy or reproduce it on your own web sites or blogs without paying any copyright fee, so long as you acknowledge this site as the reference.
About this site | Make your homepage | Add to favorites | RSS Feed
All materials can be copied, printed and distributed by referring to this site.
(c) All publication rights of the personal photos of Mr. Adnan Oktar that are present in our website and in all other Harun Yahya works belong to Global Publication Ltd. Co. They cannot be used or published without prior consent even if used partially.
© 1994 Harun Yahya. www.harunyahya.com - info@harunyahya.com
page_top