ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit

DOWNLOAD THE BOOK

Download (DOC)
Download (PDF)
Comments

CHAPTERS OF THE BOOK

< <
4 / total: 18

თავი მეორე
მოკლედ ევოლუციის თეორიის ისტორიაზე

ევოლუციის თეორიის, ამ დოგმატური რწმენის იდეებს ფესვები უძველეს დროში აქვს გადგმული. ბევრი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი-ათეისტი ქადაგებდა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ევოლუციურ შეხედულებებს. ფილოსოფიის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ათეისტურ მსოფლმხედველობას სწორედ ევოლუციური განვითარების იდეები უდევს საფუძვლად.

თანამედროვე ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში მთავარი როლი ეკუთვნის არა ანტიკურ ათეისტურ ფილოსოფიას, არამედ მაღალი ღმერთის რწმენას. ჩვენი დროის ბევრ სახელოვან მეცნიერს სწამს, რომ მეცნიერება მათთვის მხოლოდ საშუალებაა, მოუახლოვდნენ უფლის უსაზღვრო სიბრძნეს. მეცნიერები, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში დაიმკვიდრეს სახელი – ლეონარდო და ვინჩი, ფუნდამენტური ასტრონომიის ფუძემდებელნი ნიკოლაი კოპერნიკი, იოჰან კეპლერი, გალილეო გალილეი, პალეონტოლოგიის მამა ჟორჟ კიუვიე, ბოტანიკისა და ზოოლოგიის მამამთავარი კარლ ლინეი, “მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო მეცნიერად” აღიარებული ისააკ ნიუტონი, ღრმად მორწმუნე ადამიანები იყვნენ და მეცნიერებას იმ რწმენით ემსახურებოდნენ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე და მთელი სამყარო მაღალი ღმერთის შემოქმედების შედეგია. 5 მეოცე საუკუნის უგენიალურეს მეცნიერად აღიარებულ ალბერტ აინშტაინს გულწრფელად სწამდა ღმერთი და კითხვაზე, თუ რა მისია აკისრია მეცნიერს, ასე უპასუხა:

“ვერ წარმომიდგენია მეცნიერი, რომელსაც გულში რწმენა არ უდევს. ასეც შეიძლება ითქვას: შეუძლებელია გწამდეს მეცნიერებისა, რომელიც ღვთის რწმენაზე არ არის დაფუძნებული”. 6

ხოლო თანამედროვე ფუნდამენტური ფიზიკის მამამთავარმა, გერმანელმა მეცნიერმა მაქს პლანკმა ბრძანა:

“რომელ სფეროშიც უნდა იყოს, ყოველი ადამიანი, ვისაც მეცნიერობა სურს, მეცნიერების ტაძრის კარზე ასეთ მცნებას დაინახავს – ირწმუნე. რწმენა არის თვისება, რომელსაც სწავლული ვერ უარყოფს”. 7

ევოლუციის თეორია კი მხოლოდ და მხოლოდ ანტიკური ხანის გაღვიძებული მატერიალისტური ფილოსოფიაა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ფართოდ გავრცელდა. მატერიალიზმი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცდილობს, ბუნების წარმოშობა მხოლოდ მატერიალური წანამძღვრებით ახსნას და აპრიორი უარყოფს მისი შექმნის ფაქტს. მატერიალისტური ფილოსოფია ამტკიცებს, რომ ყოველივე ცოცხალი და არაცოცხალი დედამიწაზე თავისით, შემთხვევითობის ჯაჭვის შედეგად წარმოიშვა და მხოლოდ ამის მერე შეიძინა რაღაც წესრიგი. მაშინ, როცა გონიერი ადამიანი, როცა გარშემო წესრიგს ხედავს, ლოგიკურად დაასკვნის, რომ უნდა არსებობდეს ისიც, ვინც ასეთი დიდებული წესრიგი დაამყარა. მატერიალისტურმა ფილოსოფიამ, რომელიც თავისი არსით საღი აზრის ლოგიკას არ ემორჩილება, მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში წარმოშვა “ევოლუციის თეორია”.

დარვინის წარმოსახვის ძალა

ადამიანი, რომელმაც სამეცნიერო სამყაროს დღის წესრიგში ევოლუციის თეორია დააყენა, მოყვარული ბუნებისმეტყველი ჩარლზ რობერტ დარვინი იყო.

charles darwin, Carlz robert darvini, დარვინის

დარვინს ბიოლოგია, როგორც ასეთი, პროფესიონალურად არასდროს შეუსწავლია. მხოლოდ სამოყვარულო დონეზე იჩენდა ინტერესს ბუნებასა და ცხოველების მიმართ. ამ დაინტერესების შედეგად, 1832 წელს ის მოხალისედ ჩაეწერა სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციაში, რომელსაც გემ “ბიგლით” მთელი მსოფლიო უნდა მოევლო. ეს ექსპედიცია დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მოაწყო და გემი “ბიგლი” ხუთი წლის მანძილზე დედამიწის ყველა კუთხეს ესტუმრა. ამ მოგზაურობის დროს ახალგაზრდა დარვინზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებამ. ის ყველაზე დიდი გატაცებით გალაპაგოსის კუნძულებზე მობინადრე სკვინჩების სხვადასხვა სახეობებს აკვირდებოდა. ამდენი სახეობის ჩიტების შესწავლისას დარვინმა ივარაუდა, რომ ამ ფრინველთა ნისკარტების სხვადასხვა ფორმა გარემო ბუნებაზეა დამოკიდებული. ამ დაკვირვების საფუძველზე დარვინმა დაასკვნა, რომ ცოცხალი ორგანიზმები ღმერთმა ცალკ-ცალკე კი არ შექმნა, როგორც აქამდე ეგონათ, არამედ ყველა ორგანიზმი ერთიანი წინაპრისგან წარმოიშვა და ბუნებრივი პირობების გავლენით შეიცვალა.

დარვინის ეს ჰიპოთეზა არც ერთ მეცნიერულ ახსნას ან ექსპერიმენტს არ ეყრდნობოდა. დარვინის ჰიპოტეზა მხოლოდ იმდროინდელი ცნობილი მატერიალისტი ბიოლოგების მხარდეჭერის გამო დამკვიდრდა. ამ თეორიის თანახმად, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი არსება ერთი საერთო წინაპრისგან წარმოიშვა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ცვლილებებს განიცდიან და რაც უფრო მეტი ხანი გადის, ეს ცვლილებები ღრმავდება. სწორედ ამიტომ განსხვავდებიან ცოცხალი ორგანიზმები ერთმანეთისგან. ცოცხალ არსებათა ის სახეობები, რომლებიც შეგუების უფრო ძლიერი უნარი აქვთ, თავიანთ თვისებებს შემდგომ თაობებს გადასცემენ. ასე და ამრიგად, ეს სასარგებლო ცვლილებები ინდივიდს აქცევს ცოცხალ ორგანიზმად, რომელიც სრულიად განსხვავდება თავისი წინაპრისგან. რა იგულისხმებოდა “სასარგებლო ცვლილებებში”, დღემდე უცნობია. დარვინის აზრით, ადამიანი ამ მექანიზმის ყველაზე განვითარებული პროდუქტია. გააცოცხლა რა ეს მექანიზმი თავის წარმოსახვაში, დარვინმა მას “ბუნებრივი შერჩევის ევოლუციური გზა” უწოდა. აქედან მოყოლებული, ის დარწმუნებული იყო, რომ “სახეობათა წარმოშობის” ფესვებს მიაგნო: ერთი სახეობის საფუძველი მეორე სახეობაა. ეს იდეები მან წარმოაჩინა 1859 წელს წიგნში – “სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი შერჩევის გზით”.

თუმცა, დარვინს ესმოდა, რომ მის თეორიაში ბევრი შეუსაბამობა და წინააღმდეგობა იყო. წიგნის მთელი თავი ამ სირთულეებს ეძღვნება და ასეც ჰქვია – “სირთულეები თეორიის წინაშე” (Difficultes of Teory). ეს სირთულეები უკავშირდება ცოცხალი ორგანიზმების კომპლექსურ ორგანოებს, რომელთა შემთხვევითი წარმოშობა გამორიცხულია (მაგალითად, თვალის აგებულება), აგრეთვე გადაშენებული ცხოველების ნაშთების არარსებობას და ცხოველთა ინსტინქტებს. დარვინი იმედოვნებდა, რომ მეცნიერების განვითარებასთან ერთად ეს სირთულეები დაიძლეოდა ახალი მეხნიერული აღმოჩენების პროცესში. ზოგიერთი სირთულის არასრული ახსნა კი თვითონ ითავა. დარვინის ეს “სირთულეები” ამერიკელმა ფიზიკოსმა ლიფსონმა ასე განმარტა:

“როცა პირველად წავიკითხე “სახეობათა წარმოშობა”, მივხვდი, რომ დარვინი ბოლომდე თავდაჯერებული ვერ იყო. მაგალითად, თავი “სირთულეები თეორიის წინაშე” აშკარად არადამაჯერებელია. როგორც ფიზიკოსი, სახტად დავრჩი, როცა თვალის გაჩენის შესახებ მის მსჯელობას გავეცანი”. 8

დარვინის ეპოქის პრიმიტიული მეცნიერება და ტექნოლოგია

მიკროსკოპი

უჯრედის“დედამიწაზე ევოლუციური გზით სიცოცხლის წარმოშობის იდეების გაჩენისას არ არსებობდა მეცნიერების ისეთი დარგები, როგორებიცაა გენეტიკა, ბიოქიმია და ბიოფიზიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარვინის მოძღვრების სისუსტე და ალოგიკურობა ჯერ კიდევ მაშინ გამომჟღავნდებოდა. რადგან ცოცხალი არსებების ამა თუ იმ სახეობის თავისებურებების განმსაზღვრელი ინფორმაცია უკვე ორგანიზმის გენეტიკურ კოდშია ჩადებული და არანაირ ბუნებრივ პირობებსა თუ არსებობისთვის ბრძოლას არ ძალუძს ამ ინფორმაციის შეცვლა და ცოცხალი არსებების ახალი სახეობის წარმოქმნა. დარვინს ელექტრონულ მიკროსკოპში ჩახედვის საშუალება რომ მისცემოდა, ცოცხალი უჯრედის აგებულების კოლოსალურ კომპლექსურობაში დარწმუნდებოდა. შეუძლებელია, ამ სრულყოფილი და წინასწარ დაგეგმილი სისტემის აღმოცენება უსულო უჯრედის შიგნით შემთხვევითი მიკროსკოპული ცვლილებების შედეგი იყოს. დარვინს რომ ბიოფიზიკა სცოდნოდა, არ შეეძლო არ დათანხმებოდა იმ აზრს, რომ ცილის უჯრედის შემადგენელი მილიონობით და მილიონობით მოლეკულიდან ერთი რთული მოლეკულის შემთხვევით ვერ შეიქმნებოდა.

უჯრედის აგებულების შესწავლა მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპის გამოგონების მერე გახდა შესაძლებელი. დარვინის დროს უჯრედის შესწავლა ხდებოდა მხოლოდ პრიმიტიული მიკროსკოპით, რომელსაც თქვენ ფოტოზე მარჯვნივ ხედავთ.

სურათის კომენტარი:

თუმცა, მთავარი სირთულე დარვინს ელოდა მაშინ, როცა მეცნიერების განვითარებასთან ერთად ეს პრობლემები კი არ გადაიჭრა, არამედ საერთოდ ამოუხსნელ განზომილებებში გადაიზარდა.

ელექტრონულ მიკროსკოპი

დარვინი, თავისი თეორიის სრულყოფის პროცესში, წინა თაობის ბიოლოგ-ევოლუციონისტების, კერძოდ, ფრანგი ბიოლოგის – ლამარკის დიდ გავლენას განიცდიდა. 9 ლამარკის აზრით, ცოცხალი არსებები თაობიდან თაობას გადასცემენ თავიანთი სიცოცხლის მანძილზე შეძენილ თავისებურებებს და ასე მიიწევენ წინ ევოლუციის გზაზე. მაგალითად, ჟირაფები ჩვეულებრივი ჯეირანებისგან წარმოიშვნენ. ხოლო მათ კისერი დაუგრძელდათ იმის გამო, რომ იძულებულნი იყვნენ მაღალ ხეებზე ყლორტებს მისწვდომოდნენ. ამიტომაც დარვინმა, ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციის მექანიზმის ასახსნელად, მიმართა ლამარკის თეზისს “შეძენილი თავისებურებების მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ”.

თუმცა, დარვინიც და ლამარკიც ცდებოდნენ. მეცნიერების განვითარების იმ ეტაპზე ცოცხალი ორგანიზმების კვლევა ფრიად პრიმიტიული ტექნოლოგიების საშუალებებით ხდებოდა, ჯერაც არ არსებობდა მეცნიერების ისეთი დარგები, როგორებიცაა გენეტიკა და ბიოქიმია. მათი თეორია მხოლოდ წარმოსახვის ძალას ეყრდნობოდა.

იმ დროს, როცა დარვინი თავისი წიგნის შესახებ გამოძახილებს ეცნობოდა, ავსტრალიელმა ბოტანიკოსმა გრეგორ მენდელმა 1865 წელს მემკვიდრეობის კანონი აღმოაჩინა. მაგრამ სამეცნიერო სამყარომ მენდელის აღმოჩენა მეცხრამეტე საუკუნის დასასრულამდე ჯეროვნად ვერ დააფასა. მენდელის აღმოჩენას მხოლოდ 1900 წლის დასაწყისში მიექცა სათანადო ყურადღება გენეტიკის დაბადებასთან ერთად. იგივე წლებში იქნა გამოკვლეული გენებისა და ქრომოსომების აგებულება. ხოლო 1950 წელს აღმოჩენილმა დნმ-ის მოლეკულამ, რომელიც ყოველი კონკრეტული ინდივიდის თავისებურებაზე გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავდა, ევოლუციის თეორია ღრმა კრიზისში ჩააგდო, რადგან ცოცხალი ორგანიზმის აგებულება გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე დარვინი და მეცხრამეტე საუკუნის ევოლუციონისტები ვარაუდობდნენ. ევოლუციის მექანიზმის შეუძლებლობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

ასე რომ, დარვინის ფსევდომეცნიერული, სრულიად დაუსაბუთებელი თეორია ისტორიის მტვრიან თაროზე უნდა შემოდებულიყო, მაგრამ მეცნიერულ წრეებში კვლავაც დაჟინებით უსვამდნენ ხაზს ამ თეორიის განახლების აუცილებლობას და ცდილობდნენ, იგი მეცნიერულ საფუძველზე გადაეტანათ. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ მცდელობას უფრო იდეოლოგიური მიზნები ამოძრავებდა, ვიდრე მეცნიერული ჭეშმარიტების დადგენის სურვილი.

ნეოდარვინიზმის უიმედო ძალისხმევა

მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში, გენეტიკის აღმოჩენების შედეგად დარვინის თეორია ჩიხში მოემწყვდა. 1941 წელს მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა, დარვინის იდეების ერთგულება დაემტკიცებინა, ამერიკელ გეოლოგთა ასოციაციის მიერ მოწვეულ ყრილობაზე შეიკრიბა. ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდნენ გენეტიკოსები გ.ლ. სტებინსი და ტ. დობჟანსკი, ზოოლოგები ე. მაირი და ი. ჰაქსლი, პალეონტოლოგები ჯ.გ. სიმფსონი და გ.ლ. ჯეფსენი და ხანგრძლივი კამათის მერე მეცნიერებმა გადაწყვიტეს, დარვინიზმი კიდევ ერთხელ “დაეკემსათ”.

კითხვაზე, რომელსაც თვით თეორიის მამამთავარმა ჩარლზ დარვინმა ლამარკის თეზისზე დაყრდნობით ვერ გასცა პასუხი - “როგორია სასარგებლო ცვლილებების მექანიზმი, რომლის წყალობითაც ორგანიზმი სრულყოფილებისკენ ისწრაფვის”, მათ ასე უპასუხეს – “შემთხვევითი მუტაცია”. მიუმატეს რა დარვინის თეზისს “ბუნებრივი შერჩევის შესახებ” მუტაციის ცნება, მათ ახალ თეორიას ასე უწოდეს: “ევოლუციის თანამედროვე სინთეზური თეორია”. მალე ეს თეორია “ნეოდარვინიზმად”, ხოლო მისი ფუძემდებლები “ნეოდარვინისტებად” მოინათლნენ.

შემდგომი ათწლეულები ნეოდარვინიზმის თეზისების უტყუარობის დამტკიცების უშედეგო მცდელობებით აღინიშნა. ცნობილია, რომ მუტაცია, ესე იგი ცხოველების გენეტიკური კოდის შეცვლა, ან გადაგვარება, გარედან ზემოქმედების შედეგია, მაგალითად ისეთისა, როგორიცაა რადიაცია, რასაც გარდაუვალად უარყოფით შედეგამდე მივყავართ. მიუხედავად ამისა, ნეოდარვინისტებმა ათასობით ცდა ჩაატარეს “სასარგებლო მუტაციის” შესაძლებლობის დამტკიცების მიზნით. მთელი ეს ძალისხმევა სრული კრახით დამთავრდა.  ამავდროულად, ნეოდარვინისტებს სურდათ ეჩვენებინათ, რომ ცოცხალი ორგანიზმები მართლაც პრიმიტიულ გარემოში შემთხვევითობის მწკრივის წყალობით გაჩნდნენ, როგორც ამას ევოლუციის თეორია ამტკიცებს. თუმცა, ამ სფეროშიც მათ გამანადგურებელი მარცხი ელოდათ. ყველა ცდა დედამიწის პირველყოფილი ატმოსფეროს გამოყენებით ცოცხალი ორგანიზმის შექმნისა, წარუმატებლად დამთავრდა. სიცოცხლის შემთხვევით აღმოცენების ალბათობის გათვლები გვიჩვენებენ, რომ არცერთი პროტეინი, რომელიც ყოველი ცოცხალი ორგანიზმის საფუძველია, არ შეიძლებოდა, შემთხვევის წყალობით შექმნილიყო. მით უმეტეს, პრიმიტიული, უკონტროლო სამყაროს პირობებში. მაშინ, როცა ეს დღევანდელ სუპერთანამედროვე ლაბორატორიებში, მეოცე საუკუნის ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი ვერ ხერხდება.

Stephen Jay Gould

ამასობაში, არქეოლოგიური გათხრების მონაცემებმა მორიგი დარტყმა აგემეს ნეოდარვინისტულ თეორიას. ხანგრძლივი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ცხოველებს შორის არ აღმოჩნდა არცერთი “აურაცხელი გარდამავალი ფორმიდან”, რომლებიც, დარვინის მტკიცებით, მიწის წიაღში მრავლად უნდა ყოფილიყო გაფანტული და რომლებსაც უნდა დაედასტურებინათ ევოლუციონისტების ვარაუდი ცოცხალი ორგანიზმების პრიმიტიულიდან რთულამდე თანდათანობითი განვითარების შესახებ. შედარებითმა ანატომიურმა გამოკვლევებმაც გვიჩვენა, რომ “ევოლუციაგამოვლილი” ყოველი ორგანიზმი სრულიად განსხვავებული თავისებურებებით გამოირჩევა და არაფრით შეიძლება, ყველა ეს სახეობა ერთი წინაპრისგან იყოს წარმოშობილი, ან მის გაგრძელებას წარმოადგენდეს.

მაგრამ ნეოდარვინიზმი მეცნიერული თეორია კი არა, იდეოლოგიური ნორმაა, ერთგვარი რწმენა.  ნეოდარვინიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა იულიან ჰაქსლიმ ეს დაუფარავად განაცხადა თავის 1958 წელს გამოცემულ წიგნში “Religion Without Revelation” (“რელიგია გამოცხადებების გარეშე”). სხვა სტატიაში კითხვაზე: “რატომ მიგაჩნიათ ევოლუცია რელიგიად?”, ჰაქსლიმ ასე უპასუხა:

“რელიგია – ეს არის თვალსაზრისი, რომელიც მთელი სამყაროს საფუძველს მოიცავს. ამიტომაც ევოლუციას შეუძლია იტვირთოს ფუნქცია, რომელსაც ოდესღაც ღმერთი ასრულებდა, ანუ შეუძლია იქცეს მთავარ პრინციპად, რომელიც ადამიანის რწმენისა და იმედის კოორდინირებას მოახდენს”. 10

აი, რატომ ხდება, რომ ევოლუციის თეორიის მიმდევრები, მიუხედავად მათი მოძღვრების უარმყოფელი თვალსაჩინო ფაქტებისა, დამადასტურებელი საბუთების უქონლობისა, კბილებით ებღაუჭებიან თავიანთ სწავლებას. მათი აზრით, ევოლუცია არის რწმენა, რომლის ღალატიც არ შეიძლება! მათი თვალსაზრისი მხოლოდ ევოლუციის პროცესის განხორციელების მოდელების შეფასებაში არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ მოდელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ფანტასტიკური სცენარი, რომელიც “ნახტომისებური ევოლუციის” სახელით არის ცნობილი.

ნახტომისებური ევოლუცია

პირველი, რაც დღემდე “ევოლუციის თეორიის” ხსენებისას მოისაზრება, ნეოდარვინისტული მოდელია. მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულებში გამოჩნდა ახალი მოდელი: “დარღვეული წონასწორობა” (punctuated eqilibrium), ან, სხვა სიტყვებით “ნახტომისებური ევოლუცია”.

ეს მოდელი სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დიდი ზარ-ზეიმით დაინერგა ამერიკელი პალეონტოლოგების ნ. ელდრიჯისა და ს.ჯ. გოულდის მიერ. ამ სწავლულმა-ევოლუციონიოსტებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნამარხი ცხოველების გამოკვლევის თვალსაზრისით ნეოდარვინისტული თეორია სრულიად მცდარი აღმოჩნდა. პალეონტოლოგების გამოკვლევები უარყოფდნენ საფეხურებრივ ევოლუციას და ამტკიცებდნენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლე აღმოცენდა უცებ და ამასთან, სრულყოფილი ფორმით.

ნეოდარვინისტები ცხოვრობდნენ და ახლაც ცხოვრობენ იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენენ ნამარხ ცხოველს, რომელიც მათ თეორიას დაადასტურებს. ელდრიჯსა და გოულდს კარგად ესმოდათ ამ იმედების უტოპიური ხასიათი, თუმცა ამავდროულად ესმოდათ, რომ არ შეეძლოთ უარეყოთ ევოლუციის თეორია მაშინ, როცა მათ წარმოადგინეს ახალი მოდელი – “ნახტომისებური ევოლუცია”, რომლის თანახმად ევოლუცია თანდათანობით კი არა, არამედ დიდი და უცაბედი ცვლილებების შედეგად ხდებოდა.

არსებითად, ეს მოდელი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. ელდრიჯისა და გოულდის პედაგოგი, ევროპელი პალეონტოლოგი ო.ჰ. შინდევოლფი, მოჰყავდა რა ნახტომისებური ევოლუციის მაგალითები, ამტკიცებდა, რომ პირველი ფრინველი ქვეწარმავლისგან “გროსმუტაციის”, ანუ შემთხვევით მომხდარი დიდი გენეტიკური ცვლილების შედეგად წარმოიშვა. 11 ამავე მოდელის მიხედვით, ზოგიერთი წყალხმელეთა ცხოველი, ამ სპონტანური ყოვლისმომცველი ცვლილებების შედეგად, უზარმაზარ ვეშაპად გადაიქცა. ეს თეორია, რომელიც ყველა საყოველთაოდ ცნობილ გენეტიკურ, ბიოფიზიკურ და ბიოქიმიურ კანონებს ეწინააღმდეგება, მეცნიერული ღირებულებით შეიძლება შეედაროს ზღაპარს, სადაც ბაყაყი მშვენიერ პრინცესად იქცევა. თუმცა, ნეოდარვინიზმის ამდენი მარცხის გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ზოგი პალეონტოლოგი-ევოლუციონისტი, ისე ჩაეჭიდა ამ უფრო მეტად სულელურ მოდელს, როგორც წყალწაღებული – ხავსს.

წიგნების კოლაჟთან:

ათიათასობით მეცნიერმა მთელს მსოფლიოში დაამტკიცა ევოლუციის თეორიის მეცნიერული უსაფუძვლობა, გამოცემულია ათასობით გამოკვლევა და სამეცნიერო ნაშრომი, სადაც უარყოფილია დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ეს თითიდან გამოწოვილი სცენარი. თქვენს წინაშეა ამ თემაზე დაწერილი მხოლოდ რამდენიმე წიგნი.

Ernst Mayr, თეორიის ევოლუცია Theodosius Dobzhansky, თეორიის ევოლუცია Julian Huxley, თეორიის ევოლუცია Julian Huxley, თეორიის ევოლუცია Julian Huxley, თეორიის ევოლუცია
Ernst Mayr, თეორიის ევოლუცია Theodosius Dobzhansky, თეორიის ევოლუცია Julian Huxley, თეორიის ევოლუცია Julian Huxley, თეორიის ევოლუცია Julian Huxley, თეორიის ევოლუცია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მოდელის მიზანი იყო შეევსო ის არქეოლოგიური “ხარვეზები”, რომელთა ახსნა ნეოდარვინიზმმა ვერაფრით მოახერხა. თუმცა ცხადია, რომ ამ ხარვეზების ამოვსება ისეთი მტკიცებულებებით, როგორიცაა “ფრინველების წარმოშობა ქვეწარმავალთა კვერცხებიდან” სხვა არაფერია, თუ არა სრული უგუნურება, რადგან ერთი სახეობის მეორედ ქცევას უზარმაზარი და სასარგებლო გენეტიკური ცვლილებები სჭირდება. ამასთან, ვერავითარი მუტაცია ვერ შეცვლის გენეტიკურ ინფორმაციას და ახალი მონაცემების დამატებით ვერ გააგრძელებს გენეტიკურ ჯაჭვს. ხოლო მხოლოდ ევოლუციონისტების წარმოდგენაში არსებულ “კოლოსალურ მუტაციას” მხოლოდ ნეგატიური შედეგები და გენეტიკურ ინფორმაციაში საზარელი რღვევა  შეუძლია შეიტანოს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ნეოდარვინიზმი, ისევე, როგორც “ნახტომისებური ევოლუციის” მოდელი უკვე საწყის ეტაპზე მარცხდება, რადგანაც ვერ პასუხობს კითხვას – “როგორ გაჩნდა პირველი ცოცხალი უჯრედი?” და თუ შემთხვევითობის შედეგად ცილის ერთი მოლეკულის – ცოცხალი უჯრედის უპირველესი შემადგენლის წარმოქმნაც კი შეუძლებელია, რაღა აზრი აქვს ვიმსჯელოთ, თუ როგორი ევოლუცია – “ნახტომისებური” თუ “საფეხურებრივი” განიცადა ორგანიზმმა, რომლის წარმოშობისთვისაც მილიარდობით ასეთი ცილის მოლეკულაა საჭირო?

ნეოდარვინიზმი ევოლუციურ სამყაროში დღესაც მოქმედ მოდელად რჩება. მომდევნო თავებში ჩვენ წვრილად განვიხილავთ ნეოდარვინისტების წარმოსახვით მექანიზმს, მერე კი არქეოლოგიური კვლევის შედეგებს. გარდა ამისა, თქვენ გაეცნობით ფუნდამენტური მეცნიერების მიერ დადგენილ ფაქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ჩაწვდეთ ნეოდარვინისტების მტკიცებულებების, “ნახტომისებური ევოლუციისა” და მისი მსგავსი მოდელების მთელს ხელოვნურობასა და უტოპიურობას. გაეცნობით, აგრეთვე, პირველი ცოცხალი ორგანიზმის ჩასახვის პრობლემას, რამაც სიცოცხლის წარმოშობის ყველა ევოლუციონისტური მოდელი დაასამარა.

ალბათ, უპრიანი იქნება, აქ ხაზგასმით ითქვას: ყოველი განხილული მაგალითი ნათლად დაგვარწმუნებს, რომ ევოლუციის თეორიაში ჭეშმარიტების ნატამალიც არ არსებობს და მტკნარი სიცრუეა. სრული უაზრობაა დაცვა სცენარისა, რომელიც უკვე საუკუნენახევარია, ადამიანებს თავგზას უბნევს, რადგან მეცნიერებას ხელთ უპყრია უტყუარი, ჭეშმარიტი ფაქტები დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ.

 

literatura

5. Dan Graves, Sciense of Falth: Forty – Eight Biographies jf Historice Scientists and Their Christian Falth, Grand Rapids, Kreger Resources

6. Sciense, Philosophy, And Religion: A Simposium, 1941, 13.

7. J. De Vries, Essential of Phizical Sciense, Wm. B. Eerdmans Pub, Co., Grand Rapids, SD, 1958 gv,. 15

8. H.S. Lipson, "A Phisicist's View Darwin's Theory", Evolution Trends in Plants, t. 2, 1988, gv. 6

9. Berjamin Farrington, What Darwin Really Said, New York: Schocken Books. 1966, gv. 64

10. Julian Huzley & Jacob Bronowski, Growth of Ideas. Prentice Hall, Inc. Engelwood Cliff, 1986, gv.99

11. Stephen M. Stanley, Macroevolution: Pattern and Process, San Francisco: W.H. Freeman and co. 1979, gv 35, 159

4 / total 18
You can read Harun Yahya's book ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit online, share it on social networks such as Facebook and Twitter, download it to your computer, use it in your homework and theses, and publish, copy or reproduce it on your own web sites or blogs without paying any copyright fee, so long as you acknowledge this site as the reference.
About this site | Make your homepage | Add to favorites | RSS Feed
All materials can be copied, printed and distributed by referring to this site.
(c) All publication rights of the personal photos of Mr. Adnan Oktar that are present in our website and in all other Harun Yahya works belong to Global Publication Ltd. Co. They cannot be used or published without prior consent even if used partially.
© 1994 Harun Yahya. www.harunyahya.com - info@harunyahya.com
page_top