ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit

DOWNLOAD THE BOOK

Download (DOC)
Download (PDF)
Comments

CHAPTERS OF THE BOOK

< <
6 / total: 18

თავი მეოთხე
ნამარხი ცხოველები უარყოფენ ევოლუციის თეორიას

გარდამავალი ფორმების ჩიხი

ევოლუციის თეორიის თანახმად, ყველა ცოცხალი ორგანიზმი ერთმანეთისგან წარმოიშვა. ადრე არსებული ცხოველის ერთი სახეობა მეორე სახეობად გარდაიქმნებოდა. და ასე წარმოიშვა ყველა სახეობა. ამ თეორიის თანახმად, ასეთი სახეცვლილება რამდენიმე ასეული მილიონი წელი გრძელდებოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდებოდა.

ასე რომ ყოფილიყო, ასეთი ხანგრძლივი პროცესის მანძილზე უნდა გაჩენილიყო გარდამავალი სახეობებიც. მაგალითად, უნდა ეარსებათ ცხოველებს, რომელთაც ერთდროულად თევზებისა და ქვეწარმავლების თვისებები ექნებოდათ. ან არსებები, რომლებიც ქვეწარმავლებისა და ფრინველების განსაკუთრებულ თვისებებს შეითავსებდნენ. და რადგან ეს ცოცხალი არსებები გარდამავალ პერიოდში ცოცხლობდნენ, დასახიჩრებულნი, არასრულყოფილი და მკვეთრად გამოხატული ნაკლოვანებების მატარებელნი უნდა ყოფილიყვნენ. ევოლუციონისტებს სჯერათ ამ წარმოსახვითი ქმნილებების ოდესღაც არსებობისა და მათ “გარდამავალი ფორმები” დაარქვეს.

თუ ასეთი ქმნილებები ოდესღაც მართლა არსებობდნენ, მათი რაოდენობა მილიონობით და მილიარდობით უნდა განსაზღვრულიყო. იმიტომ, რომ ამ გარდამავალი ფორმების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა სჭარბობდეს დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილ ცხოველთა სახეობებს და მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში უნდა ვხვდებოდეთ ამ “გარდამავალი ფორმების” ცხოველურ ნამარხებს. თავის ნაშრომში “სახეობათა წარმოქმნა”, დარვინმა ეს ასე ახსნა:

“თუ ჩემი თეორია სწორია, აუცილებელია ერთმანეთთან გადაჯაჭვული გარდამავალი ფორმების არსებობა. მათი არსებობის დამტკიცება მხოლოდ ნამარხი ცხოველების საშუალებით შეიძლება”. 20

 თუმცა, როცა ამ სტრიქონებს წერდა, დარვინმა უკვე იცოდა ასეთი ნამარხები არარსებობის ამბავი. და ეს გარემოება მის თეორიას ჩიხში ამწყვდევდა. ამიტომაც წიგნის “სახეობათა წარმოქმნის” ქვეთავში – “თეორიის სირთულეები”, იგი შენიშნავს:

“თუკი არსებული სახეობები მართლაც ერთმანეთისაგან წარმოიშვნენ, რატომ არსად ჩანს გარდამავალი ფორმების შესაბამისი რაოდენობა? რატომ არის, რომ ბუნებაში ყველაფერი თავის ადგილზეა და ქაოსი არ სუფევს? მიწის ფენებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო აურაცხელი გარდამავალი ფორმა... როგორ მოხდა, რომ ყოველი გეოლოგიური შრე და მიწის ყოველი ფენა არ არის სავსე ამ გარდამავალი არსებებით? გეოლოგიამ ვერ შეძლო თანდათანობითი პროცესის დამტკიცება, ვერ შეძლო გარდამავალი ფორმების დამტკიცება და ვინ იცის, იქნებ მომავალში სწორედ ეს იქცეს ჩემი თეორიის საწინააღმდეგო მთავარ არგუმენტად?!” 21

ეს ვითარება დარვინმა ერთადერთი იმით ახსნა, რომ იმ დროისთვის გეოლოგიური აღმოჩენების რაოდენობა მეტისმეტად მცირე იყო. ის ამტკიცებდა, რომ “ნამარხი ცხოველების უფრო დაკვირვებით შესწავლისას, გარდამავალი ფორმები აუცილებლად იქნება აღმოჩენილი”.

ცოცხალი ნამარხები

გათხრების შედეგად აღმოჩენილი გაქვავებული ორგანიზმები, რომელთა ასაკი მილიონობით წლით განისაზღვრება, არაფრით განსხვავდებიან ცხოველთა დღეს არსებული სახეობებისგან. ცოცხალი ორგანიზმების ეს ნამარხები თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ ცოცხალი არსებები მარტივიდან რთულისკენ მიმავალი თანდათანობითი ევოლუციური პროცესის კი არა, ერთდროული, უნაკლო შემოქმედების შედეგია.

herring fish, fossil, ცოცხალი ნამარხები herring fish, ცოცხალი ნამარხები

HERRING

ცოცხალი ნამარხები ცოცხალი ნამარხები

SEA URCHIN

ცოცხალი ნამარხები ცოცხალი ნამარხები

SEQUOIA LEAF

ცოცხალი ნამარხები ცოცხალი ნამარხები

VEEVIL

ცოცხალი ნამარხები ცოცხალი ნამარხები

JUVENILE RABBIT

ცოცხალი ნამარხები ცოცხალი ნამარხები

SUN FISH

ევოლუციონისტებმა, რომლებსაც სწამდათ დარვინის წინასწარმეტყველებისა, ლამის მთელი მსოფლიო გადათხარეს გარდამავალი ფორმების ძიებაში.

მაგრამ ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. გათხრების შედეგად აღმოჩენილი ცხოველთა ნამარხები, ევოლუციონისტთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდნენ, რომ ცოცხალი ორგანიზმები წარმოიშვნენ მყისიერად, დეფექტებისა და ნაკლოვანებების გარეშე. ევოლუციონისტებმა თავიანთი თეორიის მტკიცებულებების ძიებაში, თვითონვე გამოუთხარეს მას ძირი.

ცნობილმა ინგლისელმა პალეონტოლოგმა დერეკ აგერმა აღიარა ეს ფაქტი, მიუხედავად თავისი ევოლუციონისტობისა:

“ჩვენთვის მთავარი სირთულეა ის, რომ სახეობათა ან კლასთა დონეზე ცხოველთა ნამარხის დეტალურად შესწავლისას გამუდმებით ვაწყდებით ერთი და იგივე რეალობას და ვხედავთ ევოლუციის არა თანდათანობით პროცესს, არამედ ჯგუფების მყისიერ წარმოშობას დედამიწაზე”. 22

ამასვე ადასტურებს ევოლუციონისტი-პალეონტოლოგი მარკ ჩარნეკიც:

“ნამარხი ცხოველები ყოველთვის დიდი წინაღობა იყო ევოლუციის თეორიის დამტკიცების გზაზე... მათ შორის არ აღმოჩნდა დარვინის მიერ ნავარაუდები გარდამავალი ფორმები. სახეობები მყისიერად ჩნდებიან და ასევე უმალ ქრებიან. და ეს მოულოდნელი ვითარება ყოველივე ცოცხალის ღმერთის მიერ შექმნის თეორიის მხარდამჭერ არგუმენტად მოგვევლინა”. 23

ეს არქეოლოგიური “ხარვეზები” ვერაფრით შეივსება იმის იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ესოდენ საჭირო ნამარხი აუცილებლად აღმოჩნდება. გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი, პალეონტოლოგი თ.ნ. ჯორჯი მიზეზს ასე ხსნის:

“ახლა უკვე ძნელია მოიძებნოს მიზეზი, რითაც შეივსებოდა ნამარხ ცხოველებთან დაკავშირებული ევოლუციური “ხარვეზი”, რადგან ჩვენს ხელთაა უამრავი არქეოლოგიური მასალა ამ საკითხის გარშემო. როგორც ჩანს, ახალი გამოკვლევები ამ ვითარებას ვერ შეცვლის”. 24

ყველა ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე წარმოიშვა მყისიერად და სრულიად უნაკლო ფორმით

მიწის ქერქში არსებული ნამარხი ცხოველების გამოკვლევა გვაჩვენებს, რომ სიცოცხლე დედამიწაზე მყისიერად წარმოიშვა. ასაკი ყველაზე ღრმა ფენისა, რომელშიც ნამარხი ცხოველებია აღმოჩენილი, 520-530 მილიონი წელია და მას “კემბრიული” პერიოდი ეწოდება. ამ შრეში ნაპოვნი ნამარხები ეკუთვნის ისეთ კომპლექსურ უხერხემლოებს, როგორებიცა არიან ლოკოკინები, ტრილობიტები, ღრუბლები, ჭიაყელები, აურელიები, ზღვის ვარსკვლავები, მცურავი კიბოსებრნი და ზღვის შროშნები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ერთმანეთისგან ესოდენ განსხვავებული სახეობები ერთდროულად გაჩნდნენ და არა ჰყავთ საერთო წინაპარი, რომლისგანაც შეიძლებოდა წარმოშობილიყვნენ. ამიტომაც გეოლოგიაში ეს საოცარი მოვლენა “კემბრიულ აფეთქებად” მოიხსენიება.

ამ შრეში აღმოჩენილ ცოცხალი ორგანიზმები გამოირჩევიან ისეთი რთული ფიზიოლოგიური სისტემებით, როგორებიცაა თვალები, ლაყუჩები და სისხლის მიმოქცევის სისტემა, და ამ მხრივ ისინი თანამედროვე ცოცხალი ორგანიზმებისგან არაფრით განირჩევიან. მაგალითად, ტრიბოლიტის ორლინზიანი თვალების აგებულება, რომელიც თაფლის ფიჭას წააგავს, მართლაც განსაცვიფრებელია.

ჰარვარდი, როჩესტერისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების გეოლოგიის პროფესორი დევიდ რაუპის თქმით:

“ტრიბოლიტის თვალის აგებულება ისეთია, რომლის გამეორებაც ჩვენს დროში მხოლოდ მაღალნიჭიერ და დიდად განათლებულ ინჟინერ-ოპტიკოსს თუ შეუძლია”. 25

ტრილობიტის თვალები

ტრილობიტის თვალები ტრილობიტის გაქვავებული ნამარხი მიწაში, კემბრიული პერიოდის შრეში იქნა აღმოჩენილი. თანაც, ტრილობიტები მყისიერად გაჩნდნენ სწორედ იმ პერიოდში, რადგან უფრო ადრეულ შრეებში ისინი არსად ჩანან. ტრილობიტები რომელიღაც ერთ მომენტში გაჩნდნენ და თვალის ურთულესი აგებულებით გამოირჩევიან. მათი თვალი შედგება ფიჭის მსგავსი ასობით ექვსკუთხედისგან, რომლებიც ორმხრივი ლინზის პრინციპით მოქმედებს. გეოლოგიის პროფესორის დევიდ რაუპის სიტყვით, თვალის ასეთი აგებულების დაპროექტება “ჩვენი დროის საუკეთესო პროფესიონალ ინჟინერ-ოპტიკოსსაც კი გაუჭირდებოდა”. თვალის ასეთი უნაკლო სტრუქტურის მქონე  ტრილობიტები დედამიწას მყისიერად და უკვე სრულყოფილი სახით 530 მილიონი წლის წინ მოევლინენ. დღესდღეობით, არც ერთ ევოლუციურ მექანიზმს არ ძალუძს ახსნას ეს უცაბედი წარმოქმნა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სიცოცხლის შექმნის ჭეშმარიტებას. უფრო მეტიც, ტრილობიტის თვალის ურთულესი სტრუქტურა თანამედროვე მწერებშიც მეორდება, მაგალითად, ჭრიჭინას ან ფუტკრის თვალში. თანაც, ამ სტრუქტურას ასეულობით მილიონი წლის მანძილზე არავითარი ევოლუციური ცვლილება არ განუცდია.* ეს ფაქტი, სავსებით უარყოფს ევოლუციური თეორიის დებულებას შესახებ იმისა, რომ ცოცხალი ორგანიზმები განვითარდნენ, ანუ ევოლუცია განიცადეს “პრიმიტიულიდან რთულისკენ”.

* R.G.Gregory, Eys and BROLN: The Physiology of Seeing. Oxford University Press, 1995, p. 31

ამ კომპლექსურს უხერხემლოებს არავითარი კავშირი არა აქვთ ერთუჯრიანებთან, რომლებიც იქამდე ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმები იყვნენ და მყისიერად, ყოველგვარი გარდამავალი ფორმების გარეშე წარმოიშვნენ ორგანიზმის თანამედროვე სტრუქტურით.

ევოლუციონისტთა შორის პოპულარული ჟურნალის “Earth Science”-ის რედაქტორ რიჩარდ მონესტარსკის ინფორმაციამ “კემბრიული აფეთქების” შესახებ საგონებელში ჩააგდო ევოლუციონისტები:

 “საკმაოდ კომპლექსური ფორმები ცხოველებისა, რომელსაც დღეს თვალს ვადევნებთ, მყისიერად წარმოიშვა. ეს არის კემბრიული პერიოდის დასაწყისი, როცა ევოლუციური აფეთქების სედეგად ზღვა და დედამიწა აივსო კომპლექსური ცოცხალი ორგანიზმებით. დღევანდელი უხერხემლოები ჯერ კიდევ კემბრიულ პერიოდში არსებობდნენ და ისევე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორც დღეს განსხვავდებიან”. 26

როგორ მოხდა, რომ დედამიწაზე ერთბაშად გაჩნდა ამდენი უხერხემლო, რომლებიც ესოდენ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და არც საერთო წინაპარი ჰყავდათ? საიდან გაჩნდა ასე უცებ ცოცხალი ორგანიზმების ამდენი სახეობა? ევოლუციონისტები ამ კითხვებზე პასუხს ვერასდროს გასცემენ.

ევოლუციონიზმის ერთ-ერთი მიმდევარი რიჩარდ დოუკინსი იმ ფაქტებზე, რომლებმაც მისი დისერტაციის თემა დაასამარა, ასე ლაპარაკობს:

“კემბრიული ფენა ყველაზე ძველი შრეა, სადაც კი უხერხემლოები აღმოჩნდნენ პირველქმნილი სახით, საკმაოდ განვითარებულნი. მათ თითქოს არც შეხებიათ ევოლუცია და სრულიადაც არ შეცვლილან. სავსებით ბუნებრივია, რომ ამ ფაქტმა კრეაციონისტები ფრიად გაახარა”. 27

cambrian, კამბრიული

როგორც ამას დოუკინსიც აღიარებს, კემბრიული აფეთქება შექმნის ცხადი საბუთია, რადგან ცოცხალი ორგანიზმების მყისიერი წარმოშობა ისე, რომ მათ საერთო წინაპარი არც ჰყოლიათ, მხოლოდ შექმნით შეიძლება აიხსნას. ბიოლოგ-ევოლუციონისტი დაგლას ფუტუიმა ასევე აღიარებს ამას:

“ცოცხალი ორგანიზმები დედამიწაზე ან უცებ შეიქმნა თავიდანვე სრულყოფილი სახით, ან ევოლუციის გზით ჩამოყალიბდა მასზე ადრე არსებული სახეობიდან. თუ უცებ შეიქმნა, თანაც სრულყოფილი სახით, უნდა არსებობდეს გონიერი ნებაც, რამაც ისინი შექმნა” 28

დარვინი წერს:

“თუ მრავალრიცხოვანი სახეობა ერთდროულად არის გაჩენილი, ეს სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს თეორიას, რომელიც ბუნებრივი შერჩევის გზით ერთი წინაპრიდან მათ ევოლუციას აღიარებს”. 29

კემბრიული პერიოდი სწორედ ის “სასიკვდილო” დარტყმაა, რომელზეც დარვინი ლაპარაკობდა. ამიტომაც, როცა სიტყვა კემბრიულ პერიოდზე ჩამოვარდა, შვედმა ევოლუციონისტმა სტეფან ბეგსტონმა აღიარა გარდამავალი ფორმების არარსებობა და თქვა:

“ის ინციდენტი, რომელმაც განაცვიფრა და საგონებელში ჩააგდო დარვინი, დღესაც იგივე ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე”. 30

ცხოველთა გაქვავებული ნამარხები ამტკიცებს, რომ სიცოცხლე უცებ გაჩნდა სრულყოფილი ფორმით და არ განვითარებულა დაბლიდან მაღლისკენ საფეხურების გავლით, როგორც ამას ევოლუციის თეორია ამტკიცებს. მოკლედ, ცოცხალ ორგანიზმებს ევოლუცია კი არ განუცდიათ, ისინი შეიქმნენ!

 

literatura

20.Charles Darwin, The The Origin of Species: A Facsimile of the Firdt Edition, Harvard University Press, 1964, gv. 179

21.Charles Darwin, The The Origin of Species, gv. 172-280

22.Derek A. Ager "The Nature of the Fossil Record", tomi 87, 1976, gv. 133

23.Mark Czarnecki, "the Revival of the Creationist Crusade", Mac Lean's, 19 ianvari, 1981, gv. 56

24.T.N. Georg, "Fossils in Evolucionarty Perspective", Science Progress, Ocak, 1960. gv. 1,3

25.David Raup, "Conflicts Between Darwin and Paleontology"Bulletin, Field Museum of Natural History, tomi 50, ianvari, 1979, gv. 24

26.Richard Monestarsky, "Misteries of the Orient", Discover, aprili, 1993, gv. 40

27.Richard Dawkins, The Blind Watchmaker, London,: W.W. Norton, 1986, gv. 765

28. Douglas J.Futuima, Science of Trial, New York, Panteon Books, 1983, gv. 197

29.Charles Darwin, The The Origin of Species: A Facsimile of the Firdt Edition, Harvard University Press, 1964, gv. 302

30.Stefan Bengston, Natur, 1990, gv. 765

6 / total 18
You can read Harun Yahya's book ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit online, share it on social networks such as Facebook and Twitter, download it to your computer, use it in your homework and theses, and publish, copy or reproduce it on your own web sites or blogs without paying any copyright fee, so long as you acknowledge this site as the reference.
About this site | Make your homepage | Add to favorites | RSS Feed
All materials can be copied, printed and distributed by referring to this site.
(c) All publication rights of the personal photos of Mr. Adnan Oktar that are present in our website and in all other Harun Yahya works belong to Global Publication Ltd. Co. They cannot be used or published without prior consent even if used partially.
© 1994 Harun Yahya. www.harunyahya.com - info@harunyahya.com
page_top