ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit

DOWNLOAD THE BOOK

Download (DOC)
Download (PDF)
Comments

CHAPTERS OF THE BOOK

< <
13 / total: 18

თავი მეთერთმეტე
შეიძლება დიადი ჩანაფიქრის შემთხვევითობით ახსნა?

წინა თავებში დავრწმუნდით, რომ სიცოცხლის შემთხვევითობის შედეგად წარმოშობა შეუძლებელია. მაგრამ დავუშვათ, რომ ეს შესაძლებელია; დავუშვათ, რომ მილიონობით წლის წინ ჩაისახა უჯრედი, რომელმაც სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა მასალა მოიმარაგა. მიუხედავად ასეთი დაშვებისა, ევოლუციის თეორია მაინც კრახს განიცდის: ამ უჯრედმა განსაზღვრული დროის მანძილზე რომ იარსებოს კიდეც, საბოლოოდ მაინც დაიღუპება, ცოცხალი აღარაფერი დარჩება და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. იმიტომ, რომ ეს ამ პირველ უჯრედს, რომელსაც გენეტიკური სისტემა არა აქვს, გამრავლების უნარიც არ გააჩნია. მკვდარი უჯრედი შემდგომ თაობას ვეღარ დატოვებს და სიცოცხლე მის დაღუპვასთან ერთად გაქრება.

გენეტიკური სისტემა, თავის მხრივ, მხოლოდ დნმ-ისგან არ შედგება. აუცილებელია არსებობა, თანაც ერთი და იგივე გარემოში, ფერმენტებისა, რომელთაც დნმ-ისა და რნმ-ის შიფრის წაკითხვა შეუძლიათ, რიბოსომებისა, რომელთაც შეუერთდებათ ამინომჟავების სინთეზისთვის აუცილებელი ინფორმაციის მატარებელი რნმ-ი და სხვა მსგავსი კომპლექსური ფერმენტებისა, რომლებიც უამრავი შუალედური პროცესის კატალიზაატორებად გვევლინებიან. გარდა ამისა, ასეთი გარემოა მხოლოდ ისეთი იზოლირებული და მკაცრი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურა, როგორიცაა უჯრედი, სადაც ყველა აუცილებელი ნივთიერება და ენერგიაა თავმოყრილი.

მოკლედ, ორგანული ნივთიერება შეიძლება გამრავლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიარსებებს სრულყოფილი უჯრედის სახით მთელ მის ორგანელებთან ერთად. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ასეთი რთული კომპლექსური სტრუქტურის მქონე პირველი უჯრედი დედამიწაზე მყისიერად გაჩნდა. და თუ ეს კომპლექსური სტრუქტურა თვალის ერთ დახამხამებაში გაჩნდა, ეს რას ნიშნავს? განვიხილოთ ასეთი მაგალითი – შევადაროთ უჯრედი და უახლესი ტექნოლოგიით გაკეთებული ავტომობილი კომპლექსურობის კუთხით. (სინამდვილეში, მიუხედავად მანქანის ძრავასი და ტექნიკური აღჭურვილობისა, უჯრედი გაცილებით უფრო კომპლექსური და განვითარებული სისტემაა). დავსვათ კითხვა: უღრან ტყეში რომ შესულიყავით და ხეებს შორის უახლესი მარკის ავტომობილი დაგენახათ, რას იფიქრებდით? იქნებ იმას, რომ მილიონობით წლის მანძილზე ტყეში არსებული ქიმიური ნივთიერებები შემთხვევით შეერთდნენ და ამის შედეგად ავტომობილი შექმნეს? ყველა ნედლეული, რისგანაც შედგება მანქანა – რკინა, პლასტიკატები, კაუჩუკი და ა.შ. მიწის ქერქში არსებული ელემენტებისგან მიიღება. შეგიძლიათ, ამ შემთხვევაში წარმოიდგინოთ, რომ ყველა ეს მასალა შემთხვევით გამოეყო მიწის ქერქს, მერე ისევ შემთხვევით ერთმანეთს შეუერთდა და შედეგად, ავტომობილი წარმოიქმნა?

რაღა თქმა უნდა, ყოველი ნორმალური და საღად მოაზროვნე ადამიანი იფიქრებს იმაზე, რომ ავტომობილი დაპროექტებულია ინტელექტის გამოყენებით, დამზადებულია ქარხანაში და დაინტერესდება მიზეზით, თუ როგორ მოხვდა ეს მანქანა ტყეში. ასე რომ, კომპლექსური სტრუქტურის მყისიერად შექმნა, თან როგორც ერთი მთლიანობისა, მეტყველებს იმაზე, რომ ის შექმნილია გონიერი ნებით. ისევე, როგორც რთული სისტემებით დატვირთული უჯრედი არის შემოქმედება უმაღლესი გონისა და ნების – ღმერთისა!

ევოლუციონისტები, სჯერათ რა იმის, რომ საოცრად სრულყოფილი პროექტები შეიძლება შემთხვევითობის შედეგი იყოს, სინამდვილეში გონიერების, მეცნიერების ფარგლებს სცილდებიან. ცნობილი ფრანგი ეკოლოგი პიერ გრასე, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი, გულწრფელია ამ თემაზე მსჯელობისას. გრასე მატერიალისტია, მაგრამ აღიარებს, რომ დარვინის თეორიას არ ძალუძს სიცოცხლის წარმოშობის ახსნა, ხოლო შესახებ “შემთხვევითობისა”, რაზეც დაფუძნებულია დარვინიზმი, შემდეგნაირად ლაპარაკობს:

“ძნელი დასაჯერებელია, რომ იღბლიანმა მუტაციამ ყველანაირად უზრუნველყო მცენარეები და ცხოველები, მაგრამ, დარვინიზმი უფრო მეტს მოითხოვს. ერთადერთი მცენარის, ერთადერთი ცხოველის წარმოსაქმნელად ათასობით ათასი სასარგებლო შემთხვევითობა უნდა წაეწყოს ერთმანეთს. ესე იგი, სასწაული უნდა იქცეს წესად და ყველა წარმოუდგენელი მოვლენა განხორციელდეს. არ არსებობს ოცნების ამკრძალავი კანონი, მაგრამ აქ მეცნიერება რა შუაშია?!” 125

ევოლუციონისთვის ტერმინ “შემთხვევითობის” მნიშვნელობას გრასე ასე განმარტავს:

“...ათეიზმის ნიღაბს ამოფარებული შემთხვევითობა ფარულად სათაყვანებელი კერპი გახდა,” 126

ევოლუციონისტებისთვის დამახასიათებელი ალოგიკურობა მათ მიერ შემთხვევითობის ცნების გაღმერთების შედეგია. იმ ადამიანებზე, რომლებიც ჭეშმარიტი ღმერთის გარდა სხვა ღვთაებებს სცემენ თაყვანს, ყურანში ასეა ნათქვამი:

“და ბევრი ჯინი და ადამიანი შეგვიქმნია ჩვენ ჯოჯოხეთისთვის, რომლებითაც ვერ გულისხმაყოფენ, და თვალები აქვთ, რომლებითაც ვერა ხედავენ,. და ყურები აქვთ, რომლებითაც ვერ ისმენენ. პირუტყვივით არიან ისინი, ოღიონდ უფრო გზააბნეულნი არიან. და უგულისხმონი არიან ისინი.” (სურა “ალ-ა’არაფი; 179)

დარვინის ფორმულა

მოდით, ჩვენს მიერ განხილულ წმინდა ტექნიკური მტკიცებულებებთან ერთად, შევაჯამოთ ის, თუ რა აბსურდულ რწმენას მისდევენ ევოლუციონისტები. ამისთვის მოვიყვანოთ მაგალითი, რომელიც ბავშვისთვისაც კი ადვილად გასაგებია.

წარმოშობის სიცოცხლის წარმოშობის სიცოცხლის

ევოლუციის თეორიის თანახმად, ყოველივე ცოცხალი შემთხვევით ჩაისახა.. მაშასადამე, უსულო და უგონო ატომებმა ჯერ შექმნა უჯრედი, მერე, რაღაც სასწაულით, ცოცხალი ორგანიზმები და ბოლოს, ადამიანი. თუმცა, აქ დაფიქრება გვმართებს: ერთად რომ მოვაგროვოთ ისეთი ელემენტები, როგორებიცაა ფოსფორი, აზოტი. ნახშირბადი და კალიუმი, რაც ყოველივე ცოცხალის საფუძველს წარმოადგენს, მხოლოდ რაღაც უაზრო მასას მივიღებთ.

ატომების ეს მასა, რა რეაქციაშიც უნდა შევიდეს, ცოცხალ ორგანიზმს ვერ წარმოქმნის. მოდით, წარმოვიდგინოთ ლაბორატორიული ცდა და ევოლუციონისტების თვალსაზრისით განვიხილოთ ის მტკიცებულება, რომელსაც ისინი იცავენ, ოღონდ ისე, რომ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ – “დარვინის ფორმულა”. დაე, ევოლუციონისტებმა დიდ ქიმიურ ჭურჭელში ნებისმიერი რაოდენობით მოათავსონ სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები - ფოსფორი, აზოტი, ნახშირბადი, ჟანგბადი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა და ა.შ. დაე მათ დაუმატონ სხვა ნივთიერებებიც, რაც ბუნებრივ გარემოში არ გვხვდება. დაე, ამ ნაზავში ჩაუმატონ ნებისმიერი სახისა და რაოდენობის ამინომჟავები, რომელთა პუნებრივ პირობებში წარმოქმნა შეუძლებელია, და ცილები, რომლის ერთადერთი მოლეკულის შემთხვევითი წარმოქმნის ალბათობა ერთია 10950-დან, შემდეგ, უზრუნველყონ მათთვის საჭირო ტემპერატურა და ტენიანობა ამ ნაზავისა, დაიხმარონ ნებისმიერი უახლესი ლაბორატორიული ტექნოლოგია. შემდგომ ამისა, დააყენონ ამ ჭურჭელთან მსოფლიოში უცნობილესი მეცნიერები, რომ მათ შეეძლოთ, ერთმანეთის შენაცვლებით მილიონობით და მილიარდობით წლების მანძილზე უდარაჯონ შედეგს. მათ უფლება ეძლევათ, აგრეთვე, გამოიყენონ ყველა პირობა, რაც მათი აზრით, აუცილებელია ადამიანის წარმოშობისთვის. და რაც უნდა ეცადონ ისინი, ამ ჭურჭელის შიგთავსიდან ადამიანი არასდროს გამოვა. ისევე, როგორც არ გამოვა ჟირაფი, ლომი, ფუტკარი, იადონი, ბულბული, თუთიყუში, ცხენი, დელფინი, ვარდი, ორქიდეა, შროშანი, მიხაკი, ბანანი, ფორთოხალი, ვაშლი, ფინიკი, ტომატი, ნესვი, საზამთრო, ლეღვი, ზეთისხილი, ყურძენი, ატამი, ფარშევანგი, ხოხობი, პეპელა და არც ერთი, ცოცხალი ორგანიზმების მილიონობით სახეობიდან. ზემოთჩამოთვლილ ცოცხალ არსებებზე რა ლაპარაკი შეიძლება, თუ მთელი ამ პროცესების შედეგად ისინი ერთ ცოცხალ უჯრედსაც კი ვერ მიიღებენ?

ერთი სიტვით, ერთად თავმოყრილი უგონო და უსულო ატომების გროვა უჯრედს ვერ წარმოქმნის. ისევე, როგორც, რაც უნდა მოხდეს, ვერ აიძულებს ამ უჯრედს გამრავლდეს და საბოლოოდ შექმნას პროფესორი, რომელიც გამოიგონებს მიკრისკოპს და მისი დახმარებით თავისივე უჯრედის სტრუქტურას შეისწავლის.

მატერია მხოლოდ უგონო და უსიცოცხლო მასაა, რომელსაც მხოლოდ ღვთის ნებით შეუძლია, გაცოცხლდეს. ევოლუციის თეორია, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, თავის მხრივ სრული სისულელეა და საღ აზრთან საერთო არაფერი აქვს. ეს ნათელი გახდება, თუ ევოლუციონისტების მტკიცებულებებს განვიხილავთ ისე, როგორც ზემოთმოყვანილ მაგალითში.

მხედველობისა და სმენის ტექნოლოგია

არსებობს სხვა ფაქტებიც, რომელსაც ევოლუციის თეორია ვერ ხსნის – მხედველობითი და სმენითი აღქმის უმაღლესი ხარისხი.

სანამ თემაზე გადავიდოდეთ, მოკლედ ვუპასუხოთ კითხვას: როგორ ვხედავთ? სინათლის სხივი, რომელიმე ობიექტიდან გამოსული ან მასზე არეკლილი, თვალის ბროლში გადის და ბადურაზე გამოსახულებას გადაბრუნებული სახით ასახავს. ბადურის უჯრედები სხივებს გარდაქმნის ელექტრულ სიგნალებად, რომელიც გადაიცემა თავის ტვინის ერთ-ერთ ნაწილში – მხედველობის ცენტრში. პროცესების მთელი რიგის შემდეგ ეს სიგნალები მხედველობის ცენტრის მიერ აღიქმება, როგორც გამოსახულება.

საკითხის ტექნოლოგიური მხრით გაცნობის მერე, მოდი, დავფიქრდეთ. ტვინი სრულიად იზოლირებულია სინათლისგან. ესე იგი, თავის ქალაში სრული წყვდიადი სუფევს და სინათლე აქ ვერ აღწევს. ბუნებრივია, რომ მხედველობის ცენტრის გარშემოც წყვდიადია, თანაც ისეთი, როგორსაც ბოლომდე ვერასდროს წარმოვიდგენთ. და, მიუხედავად ამისა, ჩვენ ნათელ და ფერადოვან სამყაროს ვხედავთ.

ამასთან, გამოსახულება იმდენად მკვეთრი და ხარისხიანია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიასაც კი არ შეუძლია, გამოსახულების ასეთ ხარისხს მიაღწიოს. დააკვირდით წიგნს, რომელსაც ახლა კითხულობთ, ხელებს, რომლებსაც ეს წიგნი უჭირავს, აიხედეთ მაღლა, გაიხედეთ ფანჯარაში. ასეთი მკვეთრი და ხარისხიანი გამოსახულება სადმე კიდევ გინახავთ? ვერც ერთი უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი ტელევიზორი, მსოფლიოში ცნობილი ფირმების ნაწარმი ვერ მოგვცემს ასეთ ხარიასხიან გამოსახულებას. ეს გამოსახულება ფერადია, სამგანზომილებიანი და აბსოლუტურად მკვეთრი. ასი წელია, ინჟინრები ასეთი გამოსახულების მისაღწევად შრომობენ.  ამ მიზნით შენდება ქარხნები, უზარმაზარი ნაგებობები, ტარდება კვლევები, განიხილება გეგმები და პროექტები. და ისევ და ისევ დააკვირდით ტელევიზორს და წიგნს, რომელიც ხელში გიჭირავთ. და თქვენ აუცილებლად შენიშნავთ განსხვავებას ამ ორი გამოსახულების ხარისხში. ტელევიზორში გამოსახულება ორგანზომილებიანია, თქვენ კი უფრო მოცულობით, სამგანზომილებიან გამოსახულებას ხედავთ. საკმარისია, ტელევიზორის ეკრანს კარგად დავაკვირდეთ, რომ რაღაც ხაზები ან ბუნდოვანი ლაქები აღმოვაჩინოთ. ეს ყველაფერი ჩვენს გამოსახილებაში გვხვდება? რა თქმა უნდა, არა. მრავალი ათეული წელია, ათი ათასობით ინჟინერი ცდილობს, შექმნას ტელევიზორი, სამგანზომილებიანი გამოსახულებით და მიაღწიოს გამოსახულების ისეთ ხარისხს, როგორსაც ჩვენი მხედველობა იძლევა.

თვალის კამერა ყურის მუსიკალური ფლეერი
 

თუ ადამიანის თვალისა და ყურის ტექნიკურ მახასიათებლებს ვიდეოსა და ხმის ჩამწერ აპარატურას შევუდარებთ, დავრწმუნდებით, რომ ადამიანის აღქმის ყოველნაირად სრულყოფილ ორგანოებთან იგივე ადამიანის მიერ გამოგონებული უახლესი ტექნიკური მიღწევები ახლოსაც ვერ მივა.

თუ ყურსა და თვალს ვიდეოკამერასა ხმის ჩამწერ აპარატურას შევადარებთ, დავრწმუნდებით, რომ ყურისა და თვალის აგებულება გაცილებით უფრო კომპლექსური და რთულია, უფრო სრულყოფილი და მოხერხებულია. რაღა თქმა უნდა, ინჟინრებმა შეძლეს სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღება, მაგრამ მისი ყურება მხოლოდ საგანგებო სათვალით შეიძლება. ამასთან, ეს მხოლოდ ხელოვნური სამგანზომილებიანი სივრცეა. ფონი წაშლილია, ხოლო წინა ხედები მუყაოს დეკორაციებს ჰგავს. არ არსებობს ისეთი მკაფიო და ხარისხიანი გამოსახულება, რომელსაც ჩვენი თვალი უზრუნველყოფს. ვიდეოკამერასა და ტელევიზორში კი გამოსახულების რაღაც ნაწილი ყოველთვის იკარგება.

ევოლუციონისტები კი ამტკიცებენ, რომ მექანიზმი, რომელმაც ასეთი მკაფიო და ხარისხიანი აღქმა უზრუნველყო, შემთხვევით შეიქმნა. რომ ვინმემ გითხრათ, ტელევიზორი თქვენს ოთახში შემთხვევით, ატომების შეერთების შედეგად გაჩნდაო, რას იფიქრებდით? როგორ მოახერხა ატომებმა ის, რასაც ათასობით ადამიანმა თავი ვერ გაართვა?

ასი წლის მანძილზე დიდ საწარმოებში, სამრეწველო კომპლექსებში, ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით აღჭურვილ ლაბორატორიებში მომუშავე ათი ათასობით ინჟინერმა თავდადებული შრომის შედეგად მხოლოდ ის მიიღო, რაც დღეს გვაქვს.

თუ შეუძლებელია შემთხვევით გაჩენა ისეთი ხელსაწყოსი, რომელიც გაცილებით ნაკლები დონის გამოსახულებას უზრუნველყოფს, ვიდრე ჩვენი მხედველობითი აღქმაა, მით უმეტეს გამორიცხულია შემთხვევით გაჩენა ისეთი გაცილებით უფრო სრულყოფილი სტრუქტურისა, როგორიც გახლავთ თვალი. აქ უნდა არსებობდეს ბევრად დეტალური, გონივრული გეგმა და პროექტი, ვიდრე ტელევიზორის გაკეთებას სჭირდება. ამ მკაფიო და ხარისხიანი გამოსახულების პროექტი კი მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს ეკუთვნის.

იგივე შეიძლება, სმენაზეც ითქვას. გარე ყური ყურის ნიჟარის საშუალებით გარე სამყაროს ხმებს იღებს და გადასცემს შუა ყურს, რომელიც ამ ხმების ვიბრაციას აძლიერებს და თავის მხრივ, შიდა ყურს გადასცემს. შიდა ყური, გარდაქმნის რა ამ ვიბრაციას ელექტროსიგნალებად, ტვინს აწოდებს. ყურით აღქმის პროცესი, ისევე, როგორც მხედველობის პროცესი, ტვინში ხდება, ოღონდ მის სმენით ცენტრში.

3d ყურის შემთხვევაში ვითარება იგივეა, რაც თვალთან მიმართებაში. ესე იგი, თავისთავად ტვინი სინათლისა და ბგერებისგან იზოლირებულია, ვერც ერთი სხივი თუ ბგერა ტვინამდე ვერ აღწევს. რაც უნდა ხმაური იყოს ჩვენს გარშემო, ტვინში სრული სიჩუმე სუფევს. და მიუხედავად ამისა, ტვინს ყველაზე ჩუმი ბგერების აღქმის უნარი აქვს. სწორედ ტვინის წყალობით გვესმის ჩვენ სიმფონიური მუსიკა თუ ბრბოს ხმაური. თუმცა ამ დროს ყველაზე სრულყოფილი აპარატურით ტვინში ბგერის ძალის გაზომვა რომ შეგვეძლოს, დავრწმუნდებოდით, რომ იქ სრული სიჩუმეა. კიდევ ერთხელ შევადაროთ ყურისა და ტვინის აგებულების ხარისხი და ტექნოლიგია ადამიანის მიერ გამოგონებულ ტექნოლიგიას. უამრავი დრო დაიხარჯა როგორც გამოსახულების, ასევე ხმის ჩაწერის ტექნიკის გასაუმჯობესებლად. ხმის ჩამწერი აპარატურა, მუსიკალური ცენტრები, უამრავი ელექტროხელსაწყო და მუსიკალური სისტემა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ შედეგისა, რომელიც ჩატარებული სამუშაოების შედეგად შეიქმნა. და მაინც, მიუხედავად ათასობით ინჟინრისა და სპეციალისტის დაუღალავი შრომისა, ჩვენი ყურით დაჭერილი ხმის მსგავსი ხარისხი და ბგერის სისუფთავე, მაინც ვერ იქნა მიღწეული. წარმოიდგინეთ ყველაზე ცნობილი ფირმის უმაღლესი ხარისხის მუსიკალური ცენტრი. ხმის ჩაწერის პროცესში ბგერების ნაწილი ან ქრება, ან ჩნდება მცირე ხარვეზები, ან როცა მუსიკალურ ცენტრს რთავთ, აუცილებლად გაიგონებთ დამახასიათებელ შიშინს.

ხოლო ბგერები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ჩადებული ტექნოლოგიის შედეგია, სრულიად მკაფიო და სრულყოფილია. ადამიანის ყურს არ ახასიათებს ის შიშინი და თუნდაც მცირეოდენი ხარვეზები, რაც მუსიკალურ ცენტრს. ბგერა აღიქმება ზუსტად ისე, როგორც მას ბგერის წყარო გამოსცემს. და ეს პროცესი არ შეცვლილა პირველი ადამიანის გაჩენის დღიდან.

დღემდე არ შექმნილა ხელსაწყო, ისეთი მგრძნობიარე და სრულყოფილი, როგორებიცაა თვალი და ყური. ერთი სიტყვით, ადამიანის ორგანიზმი აღჭურვილია ტექნოლოგიით, რომელიც გაცილებით უკეთესია იმაზე, რაც კაცობრიობას ათასწლეულებით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით შეუქმნია. და არავის შეუძლია იმის მტკიცება, რომ მუსიკალური ცენტრი, ან ვიდეოკამერა შემთხვევითობის შედეგად შეიქმნა. და თუ ასეა, როგორღა შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ ადამიანის ორგანიზმში ჩადებული ტექნოლოგიები, რომლებიც ბევრად აღემატება მის მიერ შექმნილს, შემთხვევითობის უაზრო მწკრივის, ეგრეთწოდებული ევოლუციის შედეგია? სავსებით ცხადია, რომ თვალი, ყური და ადამიანის სხეულის სხვა ნაწილები დიდი შემოქმედების, შექმნის ნაყოფია. და ეს იდევ ერთხელ გვარწმუნებს დიდი ღმერთის უსაზღვრო შესაძლებლობებსა, ძალასა და ყოვლისშემძლეობაში.

ჩვენ აქ საგანგებოდ შევეხეთ სმენისა და მხედველობის თემას, რადგან ევოლუციონისტებს არა და არ სურთ თვალი გაუსწორონ უცხადეს ფაქტებს, რომლებიც სამყაროს ღვთის ნებით შექმნაზე ღაღადებს. ევოლუციონისტს რომ სთხოვოთ, აგიხსნათ, თუ როგორ შეიძლებოდა შემთხვევით წარმოქმნილიყო ისეთი ურთულესი ტექნოლოგიები, როგორებიცაა ადამიანის თვალი და ყური, ოდნავ მაინც გონივრულსა და ლოგიკურ პასუხს ვერ მიიღებთ. თვით დარვინიც კი, 1860 წლის 3 აპრილს ე. გრეის წერს: “აზრმა თვალის შესახებ ამ თეორიის მიმართ გულგრილი გამხადა.” და ამით აღიარა ევოლუციონისტების უიმედო მდგომარეობა ცოცხალი ორგანიზმის განუმეორებელი კონსტრუქციის წინაშე. 127

 

literatura

125.Pierre – p. Grasse, Evolution of Living Organizms. New York, Academic Press, 1977, gv. 103

126.Pierre – p. Grasse, Evolution of Living Organizms. New York, Academic Press, 1977, gv. 107

127.Norman Macbeth, Retried: An Appeal to Reason. Boston: Gambit, 1971, gv. 103

 

13 / total 18
You can read Harun Yahya's book ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit online, share it on social networks such as Facebook and Twitter, download it to your computer, use it in your homework and theses, and publish, copy or reproduce it on your own web sites or blogs without paying any copyright fee, so long as you acknowledge this site as the reference.
About this site | Make your homepage | Add to favorites | RSS Feed
All materials can be copied, printed and distributed by referring to this site.
(c) All publication rights of the personal photos of Mr. Adnan Oktar that are present in our website and in all other Harun Yahya works belong to Global Publication Ltd. Co. They cannot be used or published without prior consent even if used partially.
© 1994 Harun Yahya. www.harunyahya.com - info@harunyahya.com
page_top