ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit

DOWNLOAD THE BOOK

Download (DOC)
Download (PDF)
Comments

CHAPTERS OF THE BOOK

< <
17 / total: 18

თავი მეთხუთმეტე
დასკვნა:
ევოლუციის თეორია არის ფალსიფიკაცია

არსებობს კიდევ უამრავი მეცნიერული ფაქტი, რომლებიც ევოლუციის თეორიას აბათილებს. ამ წიგნის შინაარსი საკმარისია, რომ ასეთი დასკვნა გაკეთდეს: ევოლუციის თეორია არის “მეცნიერულად” შენიღბული ტყუილი, რომელსაც მატერიალიეტური ფილოსოფიის გასამართლებლად გამოიყენება. ეს ტყუილი ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდასა და მონაჩმახს და არავითარ შემთხვევაში მეცნიერულ ფაქტებსა და გამოკვლევებს.

მოკლედ შევაჯამოთ ჩვენს მიერ განხილული ფაქტები.

ევოლუციის თეორია ჯერ კიდევ საწყის სტადიაზე ჩაფლავდა

ევოლუციის თეორია უკვე საფუძველშივე ეწინააღმდეგება თავის თავს, რადგან ევოლუციონისტებს არ შეუძლიათ ცილის – ყოველივე ცოცხალის საძირკვლის წარმოქმნის, ან პერველად ატმოსფეროში უჯრედის გადარჩენის მექანიზმის ახსნა. ალბათობების გაანგარიშება, ფიზიკური თუ ქიმიური ფორმულები სიცოცხლის შემთხვევითი წარმოშობის ვერსიას მცირეოდენ შანსსაც კი არ უტოვებს. როგორ გგონიათ, ლოგიკურია და გონივრული ცილების თანმიმდევრული შეერთება და სიცოცხლის წარმოქმნა ტრილიონობით გარემოების უნებურ დამთხვევას მივაწეროთ? ან ამ ცოცხალი ორგანიზმებიდან თევზების გაჩენის, ხმელეთზე ამოსული თევზებიდან და ქვეწარმავლებიდან ცხოველთა და ფრინველთა მილიონობით სახეობის წარმოშობის ვერსია გავიზიაროთ?

ალბათ, ნორმალური გონებისთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ევოლუციონისტებს ურყევად სჯერათ თავიანთივე გამოგონილი ზღაპრისა. თუმცა, ეს არის მხოლოდ რწმენა, რადგან მის დასამტკიცებლად ერთი ფაქტიც კი არ მოიძებნა. არ აღმოჩნდა არც ერთი გარდამავალი ფორმა ნახევართევზ-ნახევარქვეწარმავლის, ანდა ნახევარქვეწარმავალ-ნახევარფრინველის სახით. თანამედროვე ლაბორატორიულ პირობებშიც კი გამოირიცხა ცოცხალი ცილის თუნდაც ერთი მოლეკულის მიღება. მეტიც, ცილის სტრუქტურის შემადგენელი თუნდაც ერთი ამინომჟავის წარმოქმნა! პირიქით! ამ მიმართულებით ჩატარებულმა კვლევა-ძიებით ევოლუციონისტებმა დაამტკიცეს, რომ ევოლუცია დედამიწაზე არ არსებულა და არც მომავალში იარსებებს.

ევოლუციის თეორიია უტყუარობა არც მომავალში დადასტურდება

მტკიცებულებების უქონლობის გამო სწავლული ევოლუციონისტები თავს იმშვიდებენ იმით, რომ დროთა განმავლობაში მეცნიერება ამ კითხვებს პასუხს გასცემს. თუმცა, მილიონი წელიც რომ გავიდეს, მეცნიერება ვერასდროს შეძლებს, მათი უსაფუძვლო და ლოგიკას მოკლებული ფანტაზიები დაასაბუთოს. ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. პირიქით, განვითარების კვალობაზე, მეცნიერება უფრო ზუსტად და მკაფიოდ წარმოაჩენს მათი თეორიის არარეალურობას.

დღევანდლამდე ასეც იყო. მაგალითად, ცოცხალი ორგანიზმის უჯრედის დეტალურმა შესწავლამ ცხადყო, რომ უჯრედის სტრუქტურა არც ისე მარტივია, რომ შემთხვევითობების ჯაჭვის შედეგად შექმნილიყო, როგორც დარვინის თანამედროვეებს წარმოედგინათ, როცა მეცნიერება საკმაოდ პრიმიტიული იყო. ვითარება იმდენად ცხადია, რომ შემოქმედის უარყოფა, სიცოცხლის წარმოშობის შემთხვევითობით ახსნა და ამ სისულელის ჯიუტად დაცვა, ადამიანს ადამიანს ამცირებს და უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტად ეცლება საბურველი ევოლუციის თეორიას და აშკარავდება მისი სრუილი უსაფუძვლობა. ხოლო საზოგადოებრიობას შესაძლებლობა ეძლევა, ამ ჭეშმარიტებას ჩაწვდეს. უახლოეს მომავალში საქმე იქამდე მივა, რომ ევოლუციის ფანატიკურ დამცველებს ხალხში თავი აღარ გამოეყოფათ.

ევოლუციის თეორიის ძირითადი ჩიხი: ადამიანის სული

არსებობს ცოცხალი ორგანიზმების უამრავი, ერთმანეთის მსგავსი სახეობა. მწერებიც ერთმანეთის მსგავსნი გვეჩვენება, მაგრამ ეს მსგავსება არავის აკვირვებს. თუმცა, მაიმუნისა და ადამიანის გარეგნულმა მსგავსებამ ზოგ ადამიანში ისეთი მწველი ცნობისმოყვარეობა აღძრა, რომ შეთხზული სცენარების შედგენაც კი დააწყებინა. სინამდვილეში კი, ადამიანისა და მაიმუნის გარეგნული მსგავსება ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. მარტორქა და ხოჭო-მარტორქა ერთმანეთს გარეგნულად ჰგვანან, მაგრამ ძუძუმწოვართა და მწერთა შორის ევოლუციური კავშირის ძებნა უაღრესად სასაცილო ოქნებოდა.

მსგავსება ადამიანსა და მაიმუნს, მაიმუნსა და სხვა ცხოველებს შორის ზედაპირული მსგავსების ფარგლებს არ სცილდება. თუ შევადარებთ ფუტკრების უნარს, ააგონ გეომეტრიული სასწაული ფიჭის სახით, ან ობობებისას, რომლებსაც ინჟინერული საოცრების – აბლაბუდის შექმნა ძალუძთ, აღმოჩნდება, რომ გონებრივი განვითარებით ისინი, მაიმუნთან შედარებით, გაცილებით ახლო დგანან ადამიანთან, ხოლო ზოგ შემთხვევაში ჯობნიან კიდეც მას.

მეტიც, ადამიანსა და მაიმუნს შორის კიდევ უფრო დიდი განსხვავებაა. საბოლოო ჯამში, მაიმუნი გონიერების თვალსაზრისით არაფრით განსხვავდება ცხენისა ან ძაღლისგან. ადამიანი კი გონიერი არსებაა და აქვს ნებისყოფა, ფიქრის, განსჯის უნარი; იგი მეტყველებს, მსჯელობს, პრობლემებს წყვეტს. ყველა ეს თავისებურება სწორედ “სულის” ფუნქციაა.

სწორედ ეს “სული” ქმნის გადაულახავ უფსკრულს ადამიანსა და ცხოველს შორის. და ვერავითარი გარეგნული მსგავსება ამ უფსკრულს ვერ ამოავსებს. ბუნებაში არსებობს ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც აქვს სული – ადამიანი!

ღმერთი ყველაფერს ქმნის ისე, როგორც თვითონ მოისურვებს

რა შეიცვლებოდა, ევოლუციონისტების ერთ-ერთი სცენარი რომ გამართლებულიყო კიდეც? არაფერი! არაფერი, რადგან ევოლუციის მიერ წამოყენებული შემთხვევითობაზე დაფუძნებული ყოველი სტადია მხოლოდ სასწაულის შედეგი შეიძლება იყოს. ანუ, ცოცხალი ორგანიზმის წარმოქმნის თვითეული სტადია მხოლოდ ღვთის შემოქმედების შედეგი შეიძლება იყოს. თუ დავიჟინებთ, რომ ეს სტადია განხორციელდა, არ გვრჩება სხვა გზა გარდა ერთისა – ვაღიაროთ მისი შექმნა შემოქმედის მიერ. ეს ლოგიკა ევოლუციონისტთა სხვა მოსაზრებებსაც ესადაგება. მაგალითად, არ არსებობს თევზების ხმელეთზე ამოსვლის დამადასტურებელი არც ერთი პალეონტოლოგიური მონაცემი, ისევე, როგორც არ არსებობს კანონი ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში, ამ გადასვლას რომ ამართლებდეს.

მაგრამ თუ ვინმე ამტკიცებს, რომ “თევზები წყლიდან ამოვიდნენ და ქვეწარმავლებად იქცნენ”, მანვე უნდა აღიაროს დიადი შემოქმედის არსებობა. შემოქმედისა, რომელიც ამბობს: “იყავნ!” და ყველაფერი იქმნება. ნებისმიერი სხვა იდეა თავის თავსა და ლოგიკის წესებს ეწინააღმდეგება.

ჭეშმარიტება ცხადზე ცხადია – ყოველივე ცოცხალი სრულყოფილი შემოქმედების შედეგია, რაც ამტკიცებს ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და უმაღლესი გონის შემოქმედის არსებობას. ეს შემოქმედი არის ღმერთი – შემქმნელი ცისა, მიწისა და ყველაფრისა რაც მათ შორისაა.

 

17 / total 18
You can read Harun Yahya's book ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit online, share it on social networks such as Facebook and Twitter, download it to your computer, use it in your homework and theses, and publish, copy or reproduce it on your own web sites or blogs without paying any copyright fee, so long as you acknowledge this site as the reference.
About this site | Make your homepage | Add to favorites | RSS Feed
All materials can be copied, printed and distributed by referring to this site.
(c) All publication rights of the personal photos of Mr. Adnan Oktar that are present in our website and in all other Harun Yahya works belong to Global Publication Ltd. Co. They cannot be used or published without prior consent even if used partially.
© 1994 Harun Yahya. www.harunyahya.com - info@harunyahya.com
page_top