ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit

DOWNLOAD THE BOOK

Download (DOC)
Download (PDF)
Comments

CHAPTERS OF THE BOOK

< <
18 / total: 18

თავი მეთექვსმეტე
დედამიწაზე სიცოცხლის შექმნის ჭეშმარიტება

წინა თავებში ჩვენ განვიხილეთ, თუ რატომ აღმოჩნდა სიცოცხლის შემოქმედის მიერ შექმნის უარმყოფელი ევოლუციის თეორია ასეთი უსუსური სამეცნიერო ფაქტების წინაშე.

თანამედროვე მეცნიერებამ, ისეთი დარგების წყალობით, როგორებიცაა პალეონტოლოგია, ბიოქიმია, ანატომია, ცხადყო უდავო ჭეშმარიტება - დედამიწაზე სიცოცხლის Dშექმნის ჭეშმარიტება. კაცმა რომ თქვას, ამ ჭეშმარიტების გასათავისებლად სულაც არ არის საჭირო ბიოქიმიური ან გეოლოგიური მონაცემების ანალიზი. საითკენაც უნდა მიმართოს ადამიანმა მზერა თვისი და რაც უნდა გამოიკვლიოს, მისი გარემომცველი ცოცხალი სამყარო ღვთის შემოქმედების დადასტურებაა. ნებისმიერი მწერი, ან ოკეანის ფსკერის ბინადარი ნებისმიერი წვრილი თევზი ისეთი დიზაინითა და ტექნოლოგიით გამოირჩევა, რომლის მსგავსის შექმნა ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია.

გონიერებას მოკლებულ ზოგიერთ ცოცხალ ორგანიზმს ურთულესი სამუშაოს ისე უნაკლოდ შესრულების უნარი აქვს, რაც ადამიანისთვის ხშირად წარმოუდგენელია. ბუნებაში გამეფებული ეს ყოვლისმომცველი გონიერება, დიდი შემოქმედის – ღმერთის არსებობის დადასტურებაა. მომდევნო გვერდებზე განვიხილავთ მხოლოდ რამდენიმეს, ასეულ ათასობით მაგალითიდან, რაც ღვთის არსებობაზე მეტყველებს.

ფუტკრები და არქიტექტურის სასწაული – ფიჭა

ფუტკრები და არქიტექტურის სასწაული – ფიჭა როგორც ცნობილია, ფუტკრები იმაზე გაცილებით მეტ თაფლს გამოიმუშავებენ, ვიდრე სჭირდებათ და მას ფიჭებში ინახავენ. ამ ფიჭის შემადგენელი უჯრედები ექვსკუთხედის ფორმისაა. დაფიქრებულხართ ოდესმე, თუ რატომაა ეს უჯრედები სწორედ ექვსკუთხედის, და არა რვაკუთხედის, ან მუთკუთხედის ფორმისა?

ამ საკითხით დაინტერესებული მათემატიკოსები ფრიად საგულისხმო დასკვნამდე მოვოდნენ: “ექვსკუთხედი იდეალური გეომეტრიული ფორმაა ფართობის ერთეულის მაქსიმალურად გამოყენებისთვის.”  ექვსკუთხედის ფორმის უჯრედი თაფლის მაქსიმალურ რაოდენობას იტევს მაშინ, როცა მის შექმნას მინიმალური რაოდენობის ცვილი სჭირდება. ანუ, ფუტკარი ყველა შესაძლებელიდან ყველაზე ხელსაყრელ ფორმას ირჩევს.

ფუტკრები და არქიტექტურის სასწაული – ფიჭა

განსაცვიფრებელია ფიჭის მშენებლობისთვის გამოყენებული მეთოდიც – ფუტკრები ფიჭის აგებას ერთდროულად 2-3 წერტილიდან იწყებენ და მათ 2-3 რიგად აგებენ. ასე და ამრიგად, ფუტკრების გუნდი, სახვადასხვა წერტილიდან მოყოლებული, ზუსტად ერთი ზომის ექვსკუთხედებს აგებს, ერთმანეთთან აერთებს და ამ სამუშაოს დამთავრების მერე მის შუაში იყრის თავს. ექვსკუთხედები იმდენად ოსტატურადაა ერთმანეთთან მიერთებული, რომ გარედან ამ შეკავშირების კვალი საერთოდ არა ჩანს.

ფუტკრების მიერ შესრულებული ეს არაჩვეულებრივი სამუშაო გვაიძულებს დავეთანხმოთ ამ ფუტკრების წარმმართველი უმაღლესი გონის არსებობის ფაქტს. ევოლუციონისტები ამას “ინსტინქტს” (შინაგან მისწრაფებას) უწოდებენ და ამ უნარს თვით ფუტკრებს მიაწერენ. ამასთან, თუ არსებობს ეს “მისწრაფება”, რომელიც აერთიანებს ამდენ ფუტკარს, უნდა არსებობდეს გონიც, რომელიც ამ პატარა არსებებს წარმართავს. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, ღმერთი, რომელმაც შექმნა ეს მწერები, შთააგონებს მათ ამ სამუშაოს ასე შესასრულებლად. ადამიანებს ეს ჭეშმარიტება ჯერ კიდევ 14 საუკუნის წინ ემცნოთ:

“და უფალმა შენმა ზეშთააგონა ფუტკარი: “აიღე მთებში სახლებად. და ხეები, და ის, რაც უშენებიათ. მერე ისაზრდოვე ყოველგვარი ნაყოფით და შენი უფლის გზებით იარე მორჩილად.” და ფერად-ფერადი სასმელი გამოდის მათი მუცლებიდან – წამალი ხალხისთვის! ჭეშმარიტად სასწაულებია ამაში იმათთვის, რომელთაც განსაჯონ.” (სურა “ფუტკრები”; 68-69)

პროფესიონალი ინჟინრები: ტერმიტები

ტერმიტებივერავინ აუვლის გვერდს ტერმიტების ბუდეს ისე, რომ არ შეჩერდეს და ახლოდან გულდასმით არ დაათვალიეროს. ტერმიტების ბუდე, არქიტექტურის ეს ჭეშმარიტი სასწაული 5-6 მეტრს აღწევს სიმაღლეში. ორგანიზმის თავისებური წყობა ტერმიტებს მზეზე ყოფნის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც ამ ბუდეში თავმოყრილია სხვადასხვა ურთულესი სისტემა, რომლებიც ტერმიტების ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. ვენტილაციის სისტემა, არხები, მატლებისთვის გამოყოფილი საგანგებო ოთახი, გადასასვლელი გზები, ბაღები სპეციალური სოკოს მოსაშენებლად, სამარქაფო გასასვლელები, ცხელი და ცივი ამინდის შესაბამისი ოთახები, ერთი სიტყვით, ყველაფერი რაც არსებობისთვის არის აუცილებელი. მაგრამ ყველაზე საკვირველი არის ის, რომ ყოველივე ამის ამშენებელი ტერმიტები ბრმები არიან! 155

მიუხედავად ამისა, ტერმიტებს უნარი აქვთ ააშენონ ნაგებობები, რომელთა ზომა მათ ზომებს სამასჯერ აღემატება.

საოცარია კიდევ ერთი გარემოება: მშენებლობის დასაწყისში ტერმიტების ბუდე ორად რომ გავყოთ და რაღაც დროის მერე ისევ შევაერთოთ, აღმოჩნდება, რომ აბსოლუტურად ყველა ნაწილი იდეალურად ემთხვევა ერთმანეთს. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთთან განცალკევებით მომუშავე ტერმიტები თავიანთ სამუშაოს ერთიანი ცენტრის მითითებით ასრულებენ.

კოდალები

კოდალებისაყოველთაოდ ცნობილია, რომ კოდალები ნისკარტით ხეს უკაკუნებენ და ასე იშენებენ ბუდეს. ალბათ, არავინ დაფიქრებულა, რატომ არ ემართებათ კოდალებს თავში სისხლის ჩაქცევა ამდენი საკმაოდ ძლიერი დარტყმის შედეგად. კოდალას სამუშაო შეიძლება ლურსმების ჩარჭობის პროცესს შევადაროთ, ოღონდ აქ ჩაქუჩის როლში მისი თავი გამოდის. ადამიანმა ეს რომ სცადოს, ჯერ ტვინის შერყევას მიიღებს, მერე კი ტვინში სისხლი ჩაექცევა. ამ დროს კოდალას, რომელიც 2,1 – 2,29 წამში 38-43 დარტყმას ასწრებს, მსგავსი არაფერი ემართება. ეს იმიტომ ხდება, რომ კოდალას თავის კონსტრუქცია მისი სამუშაოს გათვალისწინებით არის შექმნილი. მისი თავის ქალის ძვლებს შორის საგანგებო, დარტყმის შემარბილებელი ქსოვილებია ჩადებული, რაც “ამორტიზაციის” ფრიად თავისებურ სისტემას წარმოადგენს. 156

ღამურების სალოკაციო სისტემა

ღამურების სალოკაციო სისტემაღამურებს სრულ სიბნელეში შეუძლიათ ფრენა და ამისთვის აღჭურვილნი არიან საკმაოდ საინტერესო სისტემით, რომლის საშუალებითაც მათ მიმართულების არჩევა შეუძლიათ. ჩვენ ამ სისტემას ვუწოდებთ სალოკაციოს, ანუ ისეთს, რომელიც საგნების ფორმის დადგენას ბგერითი ტალღების არეკვლის გზით განაპირობებს.

ახალგაზრდა ადამიანი დიდი გაჭირვებით აღიქვამს წამში 20 000 სიხშირის ბგერას მაშინ, როცა ღამურას თავისი “სალოკაციო სისტემა” წამში 50 000-დან 200 000-მდე სიხშირის ბგერის საშუალებას აძლევს.

ღამურა ყოველ წამში 20-30 ასეთ სიგნალს გზავნის. ყოველი სიგნალის გამოძახილი იმდენად ეფექტურია, რომ ღამურა არა მხოლოდ წინაღობის პოზიციას, არამედ სწრაფადმქროლავი პოტენციური ნადავლის ადგილმდებარეობასაც ადგენს. 157

ვეშაპები

ვეშაპები

ძუძუმწოვრებს უჰაეროდ ყოფნა არ შეუძლიათ და ამიტომ წყალი მათთვის არც მთლად შესაფერისი გარემოა. თუმცა, ეს პრობლემა ზღვის ძუძუმწოვრის – ვეშაპის შემთხვევაში ხმელეთზე მცხოვრები ძუძუმწოვრების სასუნთქ სისტემასთან შედარებით გაცილებით უფრო ეფექტური სისტემით გადაწყდა.

ერთ ჯერზე ვეშაპს გამოუენებული ჰაერის 90% შეუძლია ამოისუნთქოს. ამასთან, ვეშაპის კუნთები შეიცავს მაღალი კონცენტრაციის ნივთიერებას – “მიოგლობინს”, რაც ჟანგბადის მომარაგებას განაპირობებს. მაგალითად “Gin-back”-ად წოდებული ვეშაპები ამ სისტემის მეშვეობით 500 მეტრ სიღრმეზე ჩადიან და იქ 40 წუთს ძლებენ უჰაეროდ. 158 იმისთვის, რომ სუნთქვა მოსახერხებელი იყოს, ვეშაპს “ნესტოები” ზურგზე აქვს, ხმელეთის ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით.

კოღოების აგებულება

კოღოების აგებულებაჩვენს წარმოდგენაში, კოღოები მუდმივად ჰაერში დაფრენენ. სინამდვილეში ისინი განვითარების ერთ პერიოდს წყალში ატარებენ და იქიდან ისეთი სტრუქტურით გამოდიან, რომელიც საშუალებას აძლევს არსებობისთვის აუცილებელი ყველა ორგანო გარემომცველ ბუნებაში შეიძინონ. კოღო იწყებს ფრენას, აღჭურვილი აღქმის განსაკუთრებული სისტემით, რაც ნადავლის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ამ სახით იგი სითბოს, გაზის, ტენიანობისა და სუნის ამომცნობი დეტექტორით აღჭურვილ საბრძოლო თვითმფრინავს ემსგავსება. მეტიც, მას აქვს უნარი უკუნეთ სიბნელეში ტემპერატურით განსაზღვროს ნადავლის ადგილმდებარეობა.

კოღოების სისხლის საწოვი მექანიზმი იმდენად კომპლექსურია, რომ მისი წარმოდგენა ადამიანის გონებისთვის ძალზე ძნელია. ნასერების ჩაჭრის სისტემა, რომელიც 6 “დანისგან” შედგება, ხერხის მსგავსად ჭრის კანს და ქმნის ნახვრეტს. ამ პროცესის დროს გამომყოფი ქსოვილებიდან ადგილობრივი ანესთეზიის მიზნით ხდება სეკრეციის გამოყოფა, რის გამოც ადამიანი ვერც კი გრძნობს, რომ სისხლს სწოვენ. ამავდროულად, სეკრეცია სისხლის შედედებას ხელს უშლის და სისხლის წოვის პროცესს ახანგრძლივებს.

ამ სისტემას ერთი კომპონენტიც რომ აკლდეს, კოღოებს საშუალება აღარ მიეცემოდათ სისხლით კვებისა და არსებობის გაგრძელებისა. ასეთი არაჩვეულებრივი წყობის გამო ეს პატარა ცოცხალი ორგანიზმიც ადასტურებს არსთა გამრიგის არსებობას. ყურანში ასე წერია:

“ჰოი ხალხო! მოუტანიათ იგავი და ყური დაუგდეთ მას. ჭეშმარიტად, ვისაც მიმართავთ თქვენ, ალაჰის გარდა, ერთ ბუზსაც კი ვერ შექმნიან ისინი, კიდეც რომ ერთად შეიკრიბოს ამისთვის. ხოლო თუ ბუზი მოსტაცებთ რასმე, ვერ წაართმევენ უკან ისინი. უძლურია მთხოვნელიცა და ისიც, ვისაც სთხოვენ.” (სურა “მომლოცველობა”; 73)

თვალმახვილი მტაცებელი ფრინველები

თვალმახვილი მტაცებელი ფრინველები

ფრინველებს მახვილი თვალი მათ ობიექტის შორი მანძილიდან დანახვის საშუალებას აძლევს. ამის წყალობით, თავდასხმისას ისინი ჩინებულად საზღვრავენ მანძილს. ამასთან, მათი თვალები მრავალრიცხოვანი უჯრედებისგან შედგება, რაც მათ მხედველობას აძლიერებს. მტაცებელი ფრინველის თვალი მილიონზე მეტი “უჯრედისგან” შედგება.

ამიტომაც, არწივებს რამდენიმე ათასი მეტრის სიმაღლიდან შეუძლიათ, თვალი ადევნონ, რა ხდება მიწაზე. თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების მსგავსად, რომლებიც ზუსტად ადგენენ მიზანს, არწივები ნადავლის უმცირეს მოძრაობასაც არ ტოვებენ უყურადღებოდ და იმსიმაღლიდან ნებისმიერ ფერს განასხვავებენ. არწივს თვალი საშუალებას აძლევს, სივრცე 300 გრადუსით მიმოიხილოს და გამოსახულება თოთქმის რვაჯერ გაადიდოს. 4500 მეტრის სიმაღლიდან არწივს უნარი შესწევს მზერით 30 000 ჰექტარი ფართობი მოიცვას.

1500 მეტრის სიმაღლიდან მას ბალახებში შეყუჟული კურდღლის დანახვა შეუძლია. ცხადია, რომ არწივის თვალის ასეთი სტრუქტურა საგანგებოდ მისთვის იყო დაპროექტებული.

ცხოველების ზამთრის ძილი

 ზამთრის ძილისას ცხოველების ტემპერატურის დაწევით გარემოს ტემპერატურამდე, მათი ორგანიზმის სასიცოცხლო მოქმედება არ წყდება. როგორ ახერხებენ ამას?

  ძუძუმწოვრები თბილსისხლიანები არიან, ანუ, მათი სხეულის ტემპერატურა ნორმალურ პირობებში მუდმივია. ორგანიზმის ბუნებრივი თერმოსტატები მას მუდმიოვად აკონტროლებენ. თუმცა, ზამთრის ძილის დროს ზოგიერთი პატარა ძუძუმწოვრის სხეულის ტემპერატურა იცვლება და ლამის გაყინვის წერტილამდე ეცემა (მათი სხეულის ნორმალური ტემპერატურა 40 გრადუსია). შენელებულია მეტაბოლისტური (ნივთიერებათა ცვლის) პროცესები და სუნთქვა, გულისცემა წუთში სამასიდან 7-10 დარტყმამდე დადის, შეჩერებულია ბუნებრივი რეფლექსები, შემცირებულია ტვინის აქტივობა. უძრაობა ქსოვილების გაყინვითა და მათზე ყინულის კრისტალებით არის საშიში. თუმცა, ორგანიზმის განსაკუთრებული აგებულების წყალობით ზამთრის ძილის დროს ცხოველები ამ ხიფათისგან დაცულნი არიან. მძინარე ცხოველების ორგანიზმში არსებული სითხე იბურება მაღალი მოლეკულური წონის ქიმიური ნივთიერებებით. ამის მეოხებით, გაყინვის წერტილი დაბლა იწევს და ამის გამო ცხოველები არ იყინებიან. 159

ელექტრული თევზები

თევზების ზოგიერთი სახეობა, მაგალითად, მდინარის გველთევზა ან ზღვის კატა, მათ ორგანიზმში გამომუშავებულ ელექტროენერგიას მტრებისგან თავდასაცავად და ნადავლის უვნებელსაყოფად იყენებს.

ყოველ ცოცხალ ორგანიზმში, ადამიანის ჩათვლით, მცირე ოდენობის ელექტრობა არსებობს. მაგრამ ადამიანს არ შეუძლია, ამ ელექრობის კონტროლი საკუთარი მიზნებისთვის დახარჯვისთვის. ზემოთნახსენები თევზები 500-600 ვოლტის ძაბვის მუხტს ატარებენ და მისი მტრების წინააღმდეგ გამოყენება შეუძლიათ. გარდა ამისა, ეს ელექტრობა მათზე უარყოფითად არ მოქმედებს.

თავდაცვისთვის დახარჯული ენერგია რაღაც დროის მერე კვლავ გროვდება, მსგავსად აკუმულატორისა და ისევ წარმოიქმნება სათანადო ელექტროენერგია. თუმცა, თევზები ამ ელექტროენერგიას მხოლოდ თავდაცვისთვის როდი იყენებენ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მიმართულების განსაზღვრისთვის და ობიექტის დაუნახავად მისი შეგრძნებისთვის.

თევზები ელექტრობას სიგნალების გადასაცემადაც იყენებენ. რაღაც წინაღობასთან მიახლოებისას ეს ელექტრული სიგნალები იცვლება და არეკლილები, უკან ბრუნდება. ეს ცვლილება თევზს აძლევს ინფორმაციას, რომლითაც იგი საგნის მდებარეობას და ზომებს განსაზღვრავს. 160

გაყინვის საგანგებო სისტემა

გაყინული ბაყაყი სრულიად უჩვეულო ბიოლოგიური სტრუქტურაა, რომელიც სიცოცხლის ნიშანწყალს არ ამჟღავნებს. ამ დროს გულისცემა, სუნთქვა, სისხლმოქცევა სრულიად შეჩერებულია. თუმცა, გამოზაფხულებასთან ერთად, ბაყაყი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება, თითქოს თავიდან დაიბადაო.

გაყინული ცოცხალი არსება სასიკვდილო საფრთხის პირისპირ დგება. მაგრამ ბაყაყისთვის ეს საშიშროება არ არსებობს. ამ მდგომარეობაში მყოფი ბაყაყის ორგანიზმი დიდძალ გლუკოზას აწარმოებს. ბაყაყის სისხლში შაქრის შემცველობა ლიტრზე 500 მმოლს აღწევს, მსგავსად დიაბეტით დაავადებული ადამიანისა. (ბაყაყებისთვის ნორმალური დონეა 1-5 მმოლ/ლ, ადამიანისთვის – 4-5 მმოლ/ლ.).

ნორმალურ პირობებში გლუკოზის ასეთი კონცენტრაცია სერიოზულ გართულებებს იწვევს. გლუკოზის მაღალი კონცენტრაცია ორგანიზმს საშუალებას აძლევს უჯრედებში სითხე შეინარჩუნოს და მისი გამოშრობა თავიდან აიცილოს. ბაყაყის უჯრედის გარსი გლუკოზისთვის შეღწევადი ხდება დაეს ნივთიერება იოლად აღწევს უჯრედამდე. ბაყაყის ორგანიზმში გლუკოზის ასეთი რაოდენობა გაყონვის წერტილს დაბლა სწევს და ამიტომ, ორგანიზმში არსებულ სითხის მხოლოდ მცირე ნაწილი იყინება. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გლუკოზას გაყინული უჯრედების კვებაც კი შეუძლია. გლუკოზა ბუნებრივი საწვავია და ნივთიერებათა ცვლის ბევრ რეაქციას აჩერებს, მაგალითად, შარდოვანას სინთეზს. ამის წყალობით არ ხდება უჯრედის კვების წყაროების სწრაფი გამოფიტვა.

როგორ მოხდა, რომ ბაყაყის ორგანიზმში ამდენი გლუკოზა წარმოიქმნა? პასუხი უაღრესად საინტერესოა: ცხოველის ორგანიზმში ამ სამუშაოს შესასრულებლად საგანგებო სისტემა არსებობს. როგორც კი კანის ზედაპირს გაყინვის საფრთხე დაემუქრება, ეს ინფორმაცია გადაეცემა ღვიძლს და ამორგანოში არსებული გლიკოგენის ნაწილი გლუკოზად გარდაიქმნება. ღვიძლში გადაცემული ინფორმაციის ხასიათი დღემდე არ არის განსაზღვრული. სიგნალის გადაცემის მერე, 5 წუთში, სისხლში შაქრის შემცველობა სწრაფად იწევს მაღლა. 161 რაღა თქმა უნდა, ასეთი ურთულესი სისტემის არსებობა კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს უმაღლესი და ყოვლისმცოდნე გონიერი ძალის არსებობას, ვისაც შეეძლო ასეთი სრულყოფილი პროექტის განხორციელება. არავითარ შემთხვევითობას არ ძალუძს წარმოქმნას ესოდენ ჯკომპლექსური და იდეალური სისტემა.

ალბატროსები

ალბატროსებიგადამფრენი ფრინველები, იყენებენ რა სხვადასხვა სახის “ფრენის ტექნიკას”, ამ პროცესში ენერგიის ხარჯვას მინიმუმამდე ამცირებენ. ფრენის ასეთი სტილი ალბატროსებთანაც გვხვდება. ფრთათშორისი განი ამ ფრინველებისა, რომლებიც სიცოცხლის 92 პროცენტს ზღვაში ატარებენ, 3,5 მეტრს აღწევს. ალბატროსების განმასხვავებელი ნიშან-თვისება, მათი ფრენის სტილია. მათ საათობის მანძილზე შეუძლიათ ცაში ლივლივი ისე, რომ ფრთა ერთხელაც არ დაიქნიონ და ჰაერში სასრიალოდ ქარი გამოიყენონ.

სამნახევარი მეტრის სიგრძის ფრთების უმოძრაოდ დასაჭერად დიდი ძალაა საჭირო. თუმცა, ალბატროსებს ამ მდგომარეობაში საათობით ყოფნა შეუძლიათ. ამის შესაძლებლობას მათი განსაკუთრებული ანატომიური სისტემა იძლევა, რომელიც ალბატროსებს დაბადებიდან დაჰყვებათ. ფრენისას ალბატროსის ფრთების ბლოკირება ხდება და ამიტომაც მათ ერთ ადგილზე დასაწერად კუნთების ძალა აღარ არის საჭირო. ფრთები მხოლოდ კუნთოვანი ფენების ხარჯზეა უმოძრაოდ, რაც ფრენისას ალბატროსისთვის დიდი შეღავათია. ეს რთული სისტემა ამცირებს ენერგიის ხარჯვას, რადგან ალბატროსებს აღარ უწევთ ენერგიის ხარჯვა ფრთების ქნევისა და მათი უმოძრაოდ დაჭერისთვის. ქარის წყაობით, ისინი საათობით დალივლივებენ ცაში და ამაში ენერგიას არ ხარჯავენ. მაგალითად, 10 კილოგრამიანი ალბატროსი, რომელიც დღეში 1000 კილომეტრს ფარავს, ამ დროს თავისი წონის მხოლოდ 1 პროცენტს კარგავს. ეს ყველზე დაბალი მაჩვენებელია. იმისთვის, რომ აეთვისებინათ ფრენის ეს მშვენიერი ტექნიკა, ადამიანებმა პლანერი გამოიგონეს, გამოიყენეს რა მოდელად ალბატროსი.

ხედვის სისტემები

ხედვის სისტემებინადირობისა და თავდაცვისთვის ზღვის ცხოველებში მხედველობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ბევრ წყლის ცხოველს წყალქვეშა სამყაროში ცხოვრებისთვის იდეალური კონსტრუქციის თვალები აქვს.

30 მეტრის სიღრმიდან წყალში ხილვადობა უარესდება. თუმცა, წყლის სიღრმეების ბინადარი ცხოველების თვალები სწორედ ამის გათვალისწინებით არის მოწყობილი. ხმელეთის ცხოველებისგან განსხვავებით, ზღვის ცხოველებს სფეროსებრი თვალის ლინზები აქვთ. ხმელეთის ცხოველების ფართე, ორმაგადამოზნექილ ლინზებთან შედარებით ასეთი სფეროსებრი ფორმა უკეთ შეესაბამება წყალქვეშა პირობებს და ისეა მოწყობილი, რომ ახლომდებარე ობიექტები კარგად გაარჩიოს. შორეული წერტილების დასანახად, მთელი ეს სისტემა კუნთების განსაკუთრებული მექანიზმის წყალობით უკან იწევს.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ თევზებს სფეროსებრი ლინზები აქვთ, არის წყალში სინათლის სხივის გარდატეხის ფაქტორი. რადგანაც თვალებში არსებული სითხის სიმკვრივე წყლის სიმკვრივის ტოლია, გამოსახულების გარედან არეკვლისას სხივის გარდატეხა არ ხდება. ამის შედეგად, ლინზა საგნის გამოსახულებას თვალის ბადურაზე უყრის თავს და ამის გამო, თევზი ყველაფერს მკაფიოდ ხედავს წყალში, რაც ადამიანზე არ შეიძლება ითქვას.

რვაფეხას მსგავს ცხოველებს თვალები საკმაოდ დიდი აქვთ სიღრმეში ხედვისთვის, სადავ შუქის ნაკლებობაა. მსხვილთვალება თევზებს საგნების დანახვა 300 მეტრსა და უფრო მეტ სიღრმეზე უხდებათ. და მხოლოდ ასეთი თვალებით შეიცლება იმ უმცირესი სინათის სხივის აღქმა. რომელიც ამ სიღრმემდე აღწევს.

ამ მიზეზით, ამ ცხოველების ბადურა უამრავი მგრძნობიარე ცისფერი უფრედისგან შედგება.

როგორც ამ მაგალითებიდან ვრწმუნდებით, არსებობს უამრავი სახის თვალი ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაც ცხადად მოწმობს, რომ მათი საჭიროებასთან მისადაგებული სტრუქტურა ყოვლისმცოდნე, უმაღლესი და ყოვლისშემძლე შემოქმედის მიერ არის შექმნილი.

ცხოველთა გონივრული დიზაინი: კამუფლაჟი

კამუფლაჟი
კამუფლაჟი
კამუფლაჟი

ერთ-ერთი განსაკუთრებული უნარი, რითაც ცხოველები არიან დაჯილდოებული, ეს არის შენიღბვის ხელოვნება, ანუ “კამუფლაჟი”. ცხოველებს შენიღბვა სჭირდებათ ორი მიზნით: რათა მოიპოვონ ნადავლი ან დაიცვან თავი. ის, რაც კამუფლაჟს ნადირობისა ან თავდაცვის სხვა ხერხებისგან განასხვავებს, არის მაღალი სამსახიობო ოსტატობა და მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიის ზედმიწევნით ცოდნა, აგრეთვე ესთეტიკისა და ჰარმონიის შეგრძნება. ცხოველების კამუფლაჟის ტექნიკა მრავალფეროვანია. მაგალითად, შემჩნევა მწერისა, რომელიც ხის ქერქში ან ფოთლებში იმალება, პრაქტიკულად შეუძლებელია. ბუგრი, რომელიც მცენარის წვენებით იკვებება, ამ მცენარის ღეროზე ეკლის ფორმას იღებს. ეს მეთოდი თავდაცხისთვის გამოიყენება, რადგამ ბუგრის უბოროტესი მტერი – ჩიტი ეკლიან ტოტზე არასდროს ჩამოჯდება.

იძულებითი მიგრაცია

ორაგულიწყნარი ოკეანის ბინადარი ორაგულის თავისებურება ისაა, რომ ქვირითის დასაყრელად იმ მდინარეში ბრუნდება, საიდანაც წამოვიდა. ეს თევზი, რომელიც მთელს თავის ცხოვრებას ზღვაში ატარებს, ქვირითის დასაყრელად მტკნარ წყალში ბრუნდება.

ზაფხულის დასაწყისში, როცა ორაგული თავის გზას იწყებს, მას მკვეთრად გამოხატული წითელი შეფერილობა აქვს. მოგზაურობის ბოლოს კი ეს შეფერილობა შავით იცვლება. მიგრაციის დასაწყისში, ისინი ჯერ ნაპირს უახლოვდებიან და შემდეგ ცდილობენ, მდინარეს მიაღწიონ. არ ცნობენ რა არავითარ წინაღობას, ისინი მშობლიური წყლებისკენ ისწრაფვიან. საჭიროების შემთხვევაში ისინი დინების საწინააღმდეგოდ ადიან მდინარის სათავეებისკენ, არ ეპუებიან ჩანჩქერებს, კაშხლებს და ბოლოს მაინც აღწევენ იმ ადგილამდე, სადაც ისინი ქვრითის ერთი მარცვლიდან გაჩნდნენ. გრძელი, 3 500 – 4 000 კილომეტრიანი გზის მანძილზე დედალ ორაგულებს ქვირითი, ხოლო მამლებს სპერმატოზოიდი უჩნდებათ. დედალი თევზები, რომლებიც პირველნი მიდიან მშობლიურ ადგილებამდე, ქვირითს ყრიან, ხოლო მამლები მათ ანაყოფიერებენ. მიგრაციისა და ქვირითის დაყრის მერე თევზები გამოფიტვას იწყებენ. დედლები სუსტდებიან, ფარფლები უცვდებათ და შავ ფერს ითებენ. იგივე მოსდით მამლებსაც. რაღაც დროის მერე მდინარე მკვდარი თევზებით ივსება. თუმცა, ქვირითისგან ჩნდებიან ახალი ლიფსიტები, რომლებიც იგივე გზას იმეორებენ.

როგორ გადიან ეს თევზები იგივე მარშრუტს, როგორ იგნებენ გზას? ეს კითხვები დღემდე პასუხებს ელოდება. ამ თემაზე უამრავი ვარაუდია გამოთქმული, მაგრამ ზუსტი პასუხი არ ჩანს. რა ძალა აუძულებს თევზებს მშობლიურ ადგილებს მიაშურონ? აქაც დასატურდება არსებობა ღმერთისა, რომელიც მათზე ბატონობს და წარმართავს მათ!

სეპია (მელანთევზა)

სეპია, მელანთევზა

სეპიას კანქვეშ აქვს ელასტიური ტომარა პიგმენტით, რომელსაც “ქრომატოფორი” ეწოდება. ეს ყვითელი, წითელი, შავი და ყავისფერი პიგმენტებია. გარემო პირობების მიხედვით, სეპიის ტვინის მიოერ გამოგზავნილი სიგნალით, მისი უჯრედები ფართოვდება, რაც კანს საწირო ფერს ანიჭებს.

ამის წყალობით, სეპიას შეუძლია მიიღოს იმ კლდის ფერი, სადაც იმყოფება და ანფვარად, იდეალურად შეინიღბოს.

ეს სისტემა იმდენად ეფექტურია, რომ სეპიას შეუძლია, ზებრასავით ზოლიანი გახდეს.

კოდალა

კოდალაევკალიპტის ფოთლებში არსებული ზეთები მრავალი ძუძუმწოვრისთვის შხამს წარმოადგენს. ეს შხამი ევკალიპტის მწერებისგან დასაცავი თავისებური ქიმიური მექანიზმია. თუმცა, არსებობს ცხოველი, რომელიც ევკალიპტის შხამიანი ფოთლებით იკვებება და თავს მშვენივრად გრძნობს. ეს ცხოველია კოალა.

კოალა ევკალიპტის ფოთლებში იმალება, აქვე იკვებება და იკლკავს წყურვილს. კოალას, სხვა ცხოველების მსგავსად, არ შეუძლია ამ ხეებში არსებული ცელულოზის მონელება. ამ შემთხვევაში ისინი დამოკიდებულნი არიან მეკროორგანიზმებისგან, რომლებსაც ცელულოზის მონელების უნარი აქვთ. ეს მიკროორგანიზმები უმთავრესად ბრმანაწლავში გვხვდება. სწორედ ბრმანაწლავია კოალას საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველაზე საინტერესო ნაწილი. ეს არის რაღაც ფერმენტაციის ოთახის მსგავსი, სადაც დაღეჭილი ფოთლების გასვლა ნელდება, რაც, თავის მხრივ, მიკროორგანიზმებს ცელულოზის მონელების საშუალებას აძლევს. ამის წყალობით კოალას შეუძლია ევკალიპტების შხამიანი ზეთი უვნებელყოს. 164

უმოძრაო მდგომარეობაში ნადირობის უნარყ

მცენარე Sundew, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ხარობს, თავისი ბეწვებით მწერებს მახეში იტყუებს. ამ მცენარის ფოთლები გრძელი წითელი ბეწვებითაა დაფარული. თვით ამ ბეწვების წვერებზე არის სურნელოვანი სითხე, რომელიც მწერებს იზიდავს. ამ სითხეს სუნის გარდა განსაკუთრებული წებოვანება ახასიათებს. სუნით გაბრუებული მწერი ამ ბეწვებს ეწებება. რაღაც დროის მერე ფოთლები სრულიად ფარავს მწერს და მცენარე მის მონელებას იწყებს, იღებს რა მისთვის აუცილებელ ცილას. 165 უდავოა, რომ უძრავი მცენარის ასეთი უნარი განსაკუთრებული დიზაინის დასტურია. მცენარეს არ შეძლო, ეს უნარი თავისით ან შემთხვევით განევითარებინა და შეუძლებელია აქ ღვთის ხელი არ დავინახოთ.

sundew

ფრინველების ბუმბულების აგებულება

ბუმბული

ერთი შეხედვით, ფრინველის ბუმბულს საკმაოდ მარტივი აგებულება აქვს. თუმცა, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ეს ბუმბული მსუბუქია, გამძლე, წყალგაუმტარი და საკმაოდ რთული.   იმისთვის, რომ ფრინველებს ლაღად ფრენა შეეძლოთ, ბუმბული შეძლებისდაგვარად მსუბუქი უნდა ჰქონდეთ. ამ მოთხოვნის შესაბამისად, ბუმბული კერატინის ცილებისგან შედგება. ბუმბულის ღერძს ორივე მხარეს გასდევს ღარი და თვითეულ ამ ღარში დაახლოებით 400 კაუჭია. ყოველ ასეთ კაუჭში კიდევ ორი წვრილი კაუჭია, რაც ჯამში 800 ცალს შეადგენს. რვაასივე კაუჭი პატარა ჩიტის ბუმბულშია დატეული. მათ წინ კიდევ 20 სულ პატარა კაუჭი აქვს. ამ კაუჭების წყალობით ორი ბუმბული ერთმანეთს მჭიდროდაა გადაჭდობილი. ერთ ბუმბულში სამას მილიონამდე მცირე კაუჭია. ხოლო მათი საერთო რაოდენობა ერთი ჩიტის ბუმბულში 700 მილიარდ ცალს აღწევს. ბუმბულების ასეთ სტრუქტურას ფრინველისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ასეთი მყარი კავშირის წყალობით ვერც ქარიშხალი, ვერც თოვლი და ვერც წვიმა ბუმბულს ვერ გაფანტავს.

 

ცოცხალი არსება, რომელიც წყალზე დადის: ბასილისკო

ბასილისკო, ცოცხალი არსება, რომელიც წყალზე დადის

ძალზე ცოტაა ისეთი ცხოველი, რომელსაც წყლის ზედაპირზე სიარული შეეძლოს. ერთ-ერთი ასეთი ფრიად იშვიათი ცხოველია ბასილისკო, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს. ამ ცხოველს უკანა კიდურებზე აქვს აპკი, რომელსაც ის წყლის ზედაპირზე ატყაპუნებს. როცა ბასილისკო საფრთხეშია, ის წყლის ზედაპირზე დიდი სისწრაფით სირბილს იწყებს. ამ დროს აპკები იჭიმება, რაც ტერფების დამატებით ფართობს განაპირობებს წყალზე სამოძრაოდ. 166 ეს ორიგინალური პროექტიც უფლის მიერ არის შექმნილი.

 

ფოტოსინთეზი

ფოტოსინთეზიუდავოა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე მცენარეების წყალობით არის შესაძლებელი. მცენარეები წმენდენ ჰაერს, არეგულირებენ პლანეტის ტემპერატურას, განაპირობებენ ატმოსფეროში გაზების წონასწორობას. ჟანგბადსაც მცენარეები გამოიმუშავებენ. ჩვენი რაციონის ძირითადი ნაწილიც მცენარეული წარმოშობისაა. მცენარის ეს თავისებურება – უზრუნველყოს ადამიანი საკვებით, ისევე, როგორც სხვა მისი ფუნქციები, უჯრედის განსაკუთრებული სტრუქტურის შედეგია. მცენარეთა უჯრედებს, ადამიანისა და ცხოველების უჯრედებისგან განსხვავებით, შეუძლია უშუალოდ მზის სხივების გამოყენება. ისინი მზის ენერგიას ქიმიურ ენერგიად აქცევენ და განსაკუთრებული ხერხით აგროვებენ. მთელ ამ პროცესს ფოტოსინთეზი ეწოდება. სინამდვილეში, ეს მთელი უჯრედის კი არა, მისი ერთი ნაწილის - ქლოროპლასტის ფუნქციაა. ქლოროპლასტს უჯრედში გარკვეული ადგილი უჭირავს და მცენარეს მწვანე შეფერილობას აძლევს. ეს პატარა მწვანე ორგანელები, რომელთა დანახვა მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება, ერთადერთი ლაბორატორიებია მსოფლიოში რომელთაც სინათლის სხივისგან ორგანული ნივთიერების მიღება შეუძლია. იმ ნივთიერების რაოოდენობა, რომლებსაც ქლოროპლასტები დედამიწაზე წელიწადში აწარმოებს, 200 მილიარდ ტონას აღწევს. ამ წარმოებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს პლანეტაზე არსებული ყველა ორგამნიზმისთვის.  ეს უნიკალური წარმოება ურთულესი ქიმიური პროცესის შედეგია. ქლოროპლასტის შემადგენელი “ქლოროფილების” ათასობით პიგმენტზე სინათლის სხივის ზეგავლენით რეაქცია ხდება დროის წარმოუდგენლად მცირე მონაკვეთში – 0,1 წამში. ამიტომაც ქლოროფილში განხორციელებული რეაქციების უმეტესობიზე დაკვირვება შეუძლებელია.

როგორც ვიცით, თანამედროვე ტექნოლოგიის მიღწევებმა მზის ენერგიის ქიმიურ, ან ელექტროენერგიად გარდაქმნის საშუალება მოგვცა. და ამისთვის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ტექნოლოგია გამოიყენება მაშინ, როცა მცენარის ერთიბეწო უჯრედი ამ სამუშაოს მილიონობით წლის მანძილზე მშვენივრად ასრულებს.

და ეს არაჩვეულებრივი სისტემაც კიდევ ერთხელ მიგვითითებს შექმნის ფაქტზე. ფოტოსინთეზი – ეს უაღრესად კომპლექსური პროცესი, არის ღვთის მიერ შექმნილი მექანიზმი! ამ პროცესის განსახორციელებლად ფოთლის მიკროსკოპულად მცირე ფართობზე მოთავსებულია ფაბრიკა, რომლის მსგავსი არ არსებობს. ეს სრულყოფილი დიზაინი კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ ყოველივე ცოცხალი დიდი ღმერთის – სამყაროს მბრძანებლის შექმნილია!

 

literatura

155.Bilim ve Teknik, 1989 wlis ivlisi, tomi 22, gam. 260, gv. 59bbb

156.Grzimeks Tierleben Yogel 3, Deutscher Taschen Buch Verlag, 1993 wlis oqtomberi, gv. 92

157.David Attenborough, Life On Earth: A Natural History, 1979 wlis ivnisi, gv. 236

158. David Attenborough, Life On Earth: A Natural History, 1979 wlis ivnisi, gv. 240

159.Gorsel Bilim ve Teknik..., gv. 185-186

160.Walter Metzner,http//cnas.ucr.edu/bio/faculty/Metzner.html

161.Bilim ve Teknik, 1990 wlis ianvari, gv. 10-12

162.David Attenborough, Life of Burds, Princeton Universitye press. 1998, gv. 47

163.National Geigrafic, 1995 wlis seqtemberi, gv. 98

164.James Gould, Carol Grant Gould, Olagandisi Yasamlar, Tubitak Populer Bilim Kitaplari, Ankara, 1997, gv. 130-136

165.David Attenborough, The Private Life of Plants, Princeton Universitye press. 1995, gv. 81-83

166.Encyclopedia of Reptiles and Amphibians, Published in the United States by Academic press, A Division of Harcurt Brace and Com. gv. 135

 

18 / total 18
You can read Harun Yahya's book ევოლუციის თეორიის კრახი -The Evolution Deceit online, share it on social networks such as Facebook and Twitter, download it to your computer, use it in your homework and theses, and publish, copy or reproduce it on your own web sites or blogs without paying any copyright fee, so long as you acknowledge this site as the reference.
About this site | Make your homepage | Add to favorites | RSS Feed
All materials can be copied, printed and distributed by referring to this site.
(c) All publication rights of the personal photos of Mr. Adnan Oktar that are present in our website and in all other Harun Yahya works belong to Global Publication Ltd. Co. They cannot be used or published without prior consent even if used partially.
© 1994 Harun Yahya. www.harunyahya.com - info@harunyahya.com
page_top